06 აპრილი, 2015
სისხლი და ჩიტის სკინტლი - ვარსკვლავების საყვარელი სილამაზის პროცედურები
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფ One Direction-ის ვოკალისტი ჰარი სტაილსი სახის კანის სილამაზისთვის ცხვრის პლაცენტას იყენებს. მუსიკოსის თქმით, ის ექვს კვირაში ერთხელ დადის ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში ამ პროცედურებისთვის.

სეანსი 90 წუთს გრძელდება, მის მერე კი თურმე კანი მთელი ექვსი კვირა იდეალურია.

ჰარი პირველი ვარსკვლავი არ არის, რომელიც სილამაზის შესანარჩუნებლად ასეთ უცნაურ, ხანდახან კი მტკივნეულ კოსმეტიკურ პროცედურას მიმართავს.

მაგალითად, კიმ კარდაშიანი რეგულარულად იკეთებს სისხლიან პროცედურას - ამ დროს პაციენტისთვის საკუთარი სისხლი შეჰყავთ კანში. ეს
საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა, თუმცა კანის დამცავ ფუნქციებს ამაღლებს და გაცვლით პროცესებს აუმჯობესებს. სხვათა შორის, ცნობილია, რომ ჟიზელსაც უყვარს ეს პროცედურა.

ტომ კრუზის სილამაზის საიდუმლო თურმე... ჩიტის სკინტლია. მსახიობი რეგულარულად იყენებს ნიღაბს, რომელიც ბულბულების სკინტლით, ბრინჯის მარცვლებისა და წყლისგან მზადდება. მისი თქმით, ეს ბოტოქსზე უკეთესია.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემებიც ჩიტების ფეკალიებს იყენებენ, თუმცა არა მხოლოდ ნიღბებს იკეთებენ, მათი კრემიც იმავე შემადგენლობისაა.

ტოპმოდელი ბარ რაფაელი უფრო დახვეწილ მეთოდებს ამჯობინებს - თხევადი ოქროს ნიღაბს. პროცედურა მარტივია: კოსმეტოლოგი გასუფთავებულ კანზე ოქროს ფოლგის ფირფიტას ადებს. ოქროს იონები კანთან რეაქციაში შედის, მას ძალითა და ენერგიით ავსებს. ამ მეთოდის თაყვანისმცემლებს შორის არიან ასევე კამერონ დიასი და ნიკოლ კიდმანი.

მილა კუნისის სილამაზის საიდუმლო ალმასის პილინგია. შეგახსენებთ, რომ ალმასის პილინგი კანის ზედა ფენის განახლების მეთოდია აპარატის მეშვეობით, რომელიც პაწაწინა ალმასისა და ლალის მიკროკრისტალებით არის დაფარული. ეს პროცედურა აძლიერებს უჯრედების რეგენერაციას, კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გიო
ეეეჰ, ესენი მემგონი კარგი ცხოვრებისგან ჭკუიდან გადადგნენ.
21:06 / 12-05-2015
გამოხმაურება / 0 /
გლორია
აპა სკლინტებს მივაწვეთ :)))))))))))))
12:44 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS