სეანსი 90 წუთს გრძელდება, მის მერე კი თურმე კანი მთელი ექვსი კვირა იდეალურია.
ჰარი პირველი ვარსკვლავი არ არის, რომელიც სილამაზის შესანარჩუნებლად ასეთ უცნაურ, ხანდახან კი მტკივნეულ კოსმეტიკურ პროცედურას მიმართავს.
მაგალითად, კიმ კარდაშიანი რეგულარულად იკეთებს სისხლიან პროცედურას - ამ დროს პაციენტისთვის საკუთარი სისხლი შეჰყავთ კანში. ეს
ტომ კრუზის სილამაზის საიდუმლო თურმე... ჩიტის სკინტლია. მსახიობი რეგულარულად იყენებს ნიღაბს, რომელიც ბულბულების სკინტლით, ბრინჯის მარცვლებისა და წყლისგან მზადდება. მისი თქმით, ეს ბოტოქსზე უკეთესია.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემებიც ჩიტების ფეკალიებს იყენებენ, თუმცა არა მხოლოდ ნიღბებს იკეთებენ, მათი კრემიც იმავე შემადგენლობისაა.
ტოპმოდელი ბარ რაფაელი უფრო დახვეწილ მეთოდებს ამჯობინებს - თხევადი ოქროს ნიღაბს. პროცედურა მარტივია: კოსმეტოლოგი გასუფთავებულ კანზე ოქროს ფოლგის ფირფიტას ადებს. ოქროს იონები კანთან რეაქციაში შედის, მას ძალითა და ენერგიით ავსებს. ამ მეთოდის თაყვანისმცემლებს შორის არიან ასევე კამერონ დიასი და ნიკოლ კიდმანი.
მილა კუნისის სილამაზის საიდუმლო ალმასის პილინგია. შეგახსენებთ, რომ ალმასის პილინგი კანის ზედა ფენის განახლების მეთოდია აპარატის მეშვეობით, რომელიც პაწაწინა ალმასისა და ლალის მიკროკრისტალებით არის დაფარული. ეს პროცედურა აძლიერებს უჯრედების რეგენერაციას, კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას.
ჟურნალი ''რეიტინგი''