06 აპრილი, 2015
როგორ დავძლიოთ გაზაფხულის ავიტამონოზი - გემრიელი რჩევები
დადგა სანატრელი გაზაფხული და მასთან ერთად გაჩნდა ისეთი არასასიამოვნო პრობლემები, როგორიცაა თმის და ფრჩხილების მტვრევადობა, ფერმკრთალი კანი, სისხლდენა ღრძილებიდან, ტუჩის დახეთქილობა, აპატია, გაღიზიანება და სხ. გარდა ამისა, უმეტესობას სწორედ გაზაფხულზე უმწვავდება ქრონიკული დაავადებები, ბანალური გაციებაც კი შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ.

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებით საჭიროა აქტიურად გააჯეროდ ორგანიზმი A, C, D, E და B ჯგუფის ვიტამინებით. ვინაიდან ზამთარში რთულია უზრუნველყოთ საკუთარი თავი ახალი ხილისა, ბოსტნეულის და კენკროვანის სიუხვით, დიეტოლოგები გვირჩევენ მივაქციოთ ყურადღება გაყინულ პროდუქტს.

ისინი ინარჩუნებენ ბევრად
მეტ ვიტამინებს და მინერალებს, ვიდრე, მაგალითად, მოხარშულ ან დაბრაწულ პროდუქტებშია. გაყინული ბოსტნეულისგან მიიღებთ გემრიელ კერძებს, თუ ოდნავ მოშუშავთ მას. გაყინული კენკროვანი კი - შესანიშნავი პროდუქტია კომპოტების, კისელის, ღვეზელისა და ხილის სალათების დასამზადებლად.

ავიტამინოზის " გემრიელი" მკურნალობა

გაზაფხულზე ეცადეთ ყოველ დღე მიიღოთ 2 ც. ფორთოხალი ან გრეიფრუტი, ისინი აგინაზღაურებენ С ვიტამინის ნაკლებობას.
ძალიან სასრგებლოა შემდეგი ვიტამინური სასმელი: 2 ს.კ. ასკილს დაასხით 1 ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ გადმოდგით, გაწურეთ და დაამატეთ 1 ჭიქა ლიმონის წვენი. სურვილისამებრ შეიძლება დაამატოთ 2 ჩ.კ. თაფლი. მიიღეთ სასმელი ½ ჭიქა ჭამის წინ 4-ჯერ დღეში.

არ დაიზაროთ - გააღვივეთ ხორბალი და მიირთვით, ის ხომ B ჯგუფის ვიტამინების წყაროა!

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS