05 აპრილი, 2015
სახსრების გაწმენდა ხალხური საშუალებებით
დროთა განმავლობაში სახსრები კარგავენ თავის მოქნილობას და ელასტიურობას და ბინძურდებიან სხვადასხვანაირი მარილებით, ძირითადად არაორგანული კალციუმით. როდესაც დროულად ვანხორციელებთ სახსრების გაწმენდას, ჩვენ ვიცილებთ ოსტეოქონდროზის, ართრიტის, პოლიართრიტის და პოდაგრული წარმონაქმნების გაჩენის საშუალებას.

1. ყველასათვის, ვინც გადააბიჯა 40 წელს, სასრგებლოა პერიოდულად მიიღოს ყოველდღიურად 1-2 თვის განმავლობაში დილით უზმოზე და საღამოს ვახშმის წინ ფაფა, რომელიც მზადდება შემდეგი რეცეპტით:
ძილის წინ 2 ს.კ. ქატოს დაასხით იმ რაოდენობის მდუღარე წყალი, რომ მხოლოდ დაფაროს ის და დატოვეთ დილამდე. დილით დაამატეთ 1 ჩ.კ.
თაფლი, 1 ს.კ. დაჭრილი ნიგოზი, 1 ს.კ. წვრილად დაქუცმაცებული კურაგა და 1 ც. გახეხილი მწვანე ვაშლი. ასეთი ფაფა ძალიან ნოყიერია, ამიტომ სურვილისამებრ შეგიძლიათ დილით და საღამოს შემოიფარგლოთ მხოლოდ ამ ფაფით.

2. საშუალო ზომის 5 ც. კარტოფილი კარგად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით კანიანად, დაასხით 1,5 ლ წყალი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 1,5 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ჭიქა კარტოფილის ნახარში დღეში 3-ჯერ ჭამამდე. დარჩენილი ნახარში შეინახეთ მაცივარში და 2დღის მერე ისევ მოამზადეთ ახალი. მკურნალობის კურსი - 2 კვირა.

3. 1 ჩ.კ. მანდარინის გამხმარ და წვრილად დაქუცმაცებულ კანს და 1 ჩ.კ. შავი მოცხარის ფოთლებს (შეიძლება წითელი მოცხარის ფოთლებიც) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ჭიქა 3-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე, ყოველი გამოყენების წინ ამზადებთ ახალ ნაყენს. მკურნალობის კურსი - 1-3 თვე. მკურნალობის დროს სასურველია აგრეთვე მიირთვათ რაც შეიძლება მეტი მანდარინი.

მნიშვნელოვანია! სახსრების ასეთი წმენდა უნდა ჩაიტაროთ წელიწადში ერთხელ ნაწლავების გაწმენდის შემდეგ. როგორც წესი, უკვე 2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სახსარი ხდება უფრო მოქნილი, გაივლის ტკაცუნი და ხრაშუნი სახსრებში, თანდათან ქრება ტკივილი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სახსრების გაწმენდის პერიოდში საჭიროა მკაცრად დაიცვათ ვეგეტარიანული კვება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანა ბეჟაშვილი
1.5ლ წყალი რომ საათნახევარი რომ ადუღო დარჩება რამე.
00:38 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS