03 აპრილი, 2015
გამწმენდი სალათების 4 უნიკალური რეცეპტი
სურვილისამებრ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ გამწმენდი სალათები მთელი დღის განმავლობაში, ასევე შეგიძლიათ შეანაცვლოთ სადილი ან, რაც უფრო უკეთესია, ვახშამი. იდეალურ შემთხვევაში კარგი იქნება ასეთი სალათის მიღება კვირაში ერთხელ.

სალათების ძირითადი კომპონენტებია კომბოსტო, სტაფილო და ჭარხალი, რომლებიც არა მხოლოდ წმენდენ ორგანიზმს, არამედ ავსებენ მას ვიტამინებით, მინერალებით, უჯრედისით, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობენ ზედმეტი წონის მოშორებას.

არსებობს გამწმენდი სალათების უამრავი ვარიაცია. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს. ყველა ინგრედიენტს ვიღებთ თვალის ზომით, როგორც ვამზადებთ ხოლმე ჩვეულებრივ სალათებს.

1. შემადგენლობა: კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი,
შავი ქლიავი, ლიმონის წვენი, მცენარეული ზეთი.

მომზადების წესი: კომბოსტო წვრილად დაჭერით ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ გახეხილი სტაფილო და ჭარხალი. ყველაფერი კარგად დასრისეთ ხელით, რომ ბოსტნეულმა გამოუშვას წვენი. დაამატეთ წინასწარ წყალში დალბობილი და წვრილად დაჭრილი შავი ქლიავის ჩირი, ცოტაოდენი ლიმონის წვენი და მცენარეული ზეთი.

2. შემადგენლობა: სტაფილო, ჭარხალი, ვაშლი, ლიმონის წვენი, მცენარეული ზეთი.

მომზადების წესი: გახეხეთ მსხვილ სახეხზე სტაფილო, ჭარხალი და ვაშლი. დასრისეთ ხელით და დაამატეთ ლიმონის წვენი და მცენარეული ზეთი.

3. შემადგენლობა: მოხარშული ჭარხალი, კომბოსტოს მწნილი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ხახვი, ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი:
მსხვილ სახეხზე გახეხეთ ჭარხალი, დაჭერით ხახვი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ყველაფერი კარგად აურიეთ და დაამატეთ ზეითუნის ზეთი. ეს საკმაოდ უჩვეულო სალათი შესანიშნავად წმენდს ნაწლავებს.

4. შემადგენლობა: ნიახურის ღეროები, ოხრახუში, რეჰანი, კიტრი, პომიდორი, ავოკადო, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი დაჭერით და აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS