30 მარტი, 2015
ბადრიჯანის სასწაულმოქმედი თვისებები - კბილების გათეთრება ერთ დღეში
აღმოსავლეთში ბადრიჯანს დღეგრძელობის ბოსტნეულს უწოდებენ. კალიუმი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, რომელსაც შეიცავს ბადრიჯანი, სასიკეთოდ მოქმედებენ გულზე, წმენდს სისხლძარღვებს.

ამის გარდა ბადრიჯანი სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის , ღვიძლის, თირკმელების და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების დროს. ბადრიჯანი მდიდარია უჯრედისით, ცილებით, С და В6 ვიტამინებით, მინერალებით ( კალციუმი, რკინა, ფოსფორი).

1. ანემიის დროს ყოველდღე მიირთვით მოთუშული ბადრიჯანი. სპილენძი, რომელიც ბადრიჯანში არის დიდი რაოდენობით, ხელს უწყობს ახალი სისხლის წარმოქმნას.

2. ართრიტი, პოდაგრა, რევმატიზმი. მტკივნეული ადგილი გაიწმინდეთ სოდიანი ხსნარით (1 ჩ.კ. 0,5 ლ
მდუღარე წყალზე), დაიდეთ დაბრაწული ბადრიჯანი და შეიხვიეთ შალის ქსოვილით. 3 საათის შემდეგ მოიხსენით, სახსარი გაიწმინდეთ გრილი წყლით და წაისვით ცოტაოდენი მცენარეული ზეთი. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ერთხელ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

3. კბილებზე ყვითელი ნადები, პაროდონტოზი.
ბადრიჯანი დაწვით ნაცარის კონსისტენციამდე. თითების მეშვეობით ნაცარით გაიხეხეთ კბილები და ღრძილები დღეში 2-ჯერ. ან შეიძლება გამოიყენოთ მეორე ვარიანტი: ბადრიჯანი დაბრაწეთ კანიანად, დაჭყლიტეთ და დაამატეთ თანაბარი რაოდენობის მარილი. კარგად აურიეთ ერთმანეთში და თითების მეშვეობით გაიხეხეთ კბილები და ღრძილები.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ჰმ
ნაცარით და მარილით თუ გამოიხეხავ რაღად უნდა მაგას ბადრიჯან-ბუდრიჯანი.
10:11 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მარიამ
ვინ აგებს პასუხს იმ ზიანზე, რომელიც ამ ინსტრუქციის შესრულების შედეგად შეიძლება მიადგეთ მიამიტ ადამიანებს?! იქნებ წყარო მაინც მიუთითოთ, საიდანაც ამზადებთ ამ, ჩემი აზრით აბსურდულ სტატიებს!
21:04 / 18-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS