25 მარტი, 2015
სვიის სამკურნალო თვისებები - სამუდამოდ დაივიწყეთ რადიკულიტი, თმის ცვენა და სტრესი
სვიის ნაყოფს გააჩნიათ მატონიზირებელი და ორგანიზმის ზოგად გამაძლიერებელი ეფექტი, თავისი სამკურნალო თვისებით კი ისინი უსწრებს სალიცილის მჟავას.

1. შეგაწუხათ რადიკულიტმა?

დაგეხმარებათ შემდეგი მალამო: 1 ს.კ. სვიას გირჩებს დაასხით 200 მლ წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ მანამ, სანამ სითხის რაოდენობა არ განახევრდება. შემდეგ 1 ს.კ. ნახარში დაამატეთ 4 ს.კ. ვაზელინს. კარგად აურიეთ და შეიზილეთ დღეში 2-ჯერ მტკივნეულ ადგილებში. მალამო ასევე ეფექტურია დაჟეჟილობის, ნაღრძობის და სილურჯის დროს.

2. გაღიზიანების, სტრესის და უძილობის დროს დაგეხმარებათ სვიას გირჩების ჩაი.

1
ს.კ. სვიის ნაყოფს დაასხით 1ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 15-20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 70-100 მლ დღეში 2-ჯერ. მეორე მიღება აუცილებლად უნდა იყოს ძილის წინ. ამის გარდა შეიძლება ბალიშის ქვეშ დადოთ ცოტაოდენი სვია ან გაიკეთოთ სვიის ბალიში.

3. თმის ცვენის და ნაადრევი გამელოტების დროს.

1 ს.კ. სვიის ნაყოფს დაასხით 1ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში. ერთდროულად დღეში 1-2-ჯერ შეიზილეთ ნაყენი თავის კანში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ლიკა
სვია შეგიძლიათ შეიძინოთ ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სპეციალურ მაღაზიაში (მეიდანთან და პარფიუმერიის მაღაზიასთან ახლოს)
14:43 / 22-03-2018
გამოხმაურება / 0 /
კიკნი
გთავაზობთ სვიის საფუარის რეცეპტს:გამხმარ სვიის ნაყოფს დაასხით ცხელი წყალი, 1:2 რაოდენობით. ადუღეთ წყლის მოცულობის 2-ჯერ შემცირებამდე.გადაწურეთ, დაუმატეთ 1ჭ. ნაყენზე 1 ს.კოვზი შაქარი. ურიეთ ხის კოვზით და ნელ-ნელა დაამატეთ ნახევარი ჭიქა ხორბლის ფქვილი. მიღებული მასა გადაიტანეთ ჭურჭელში დააფარეთ პირსახოცი და გააჩერეთ 1,5 2 დღეღამე. საფუარი მზადაა. ჩაასხით ქილებში, კარგად დაახურეთ და შეინახეთ გრილ ადგილას.გამოიყენება 2-3 კგ პურზე 1/2 ან 3/4 ჭიქა. სვია სად იყიდება არ ვიცი. ხომ ვერ მასწავლით?
00:22 / 22-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ია
სვიის გირჩებისაგან საფუარსაც ამზადებენ,15 წლის წინ ჩავიწერე რეცეპტი,მაგრამ დავკარგე აღარ მახსოვს,თუ ვინმემ იცით,იქნებ დადოთ საიტზე.მადლობთ წინასწარ.
11:00 / 02-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნონა
სვია იშოვება აფთიაქში
22:57 / 31-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ღOგორ იქნება ინგლისურად ?
20:26 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS