1. შავი პილპილი - შავი პილპილი ახდენს ძლიერ გამწმენდ მოქმედებას საჭმლის მონელების სისტემაზე, გამოყავს ტოქსინები, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს კუჭის მუშაობას, გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები. დაამატეთ ცხელ ყავაში 1-2 მარცვალი შავი წიწაკა ან დაფქულ მდგომარეობაში დანის წვერზე, 5 წუთი აცალეთ დაყენება და შემდეგ მიირთვით.
2. კარდამონი - ამშვიდებს ნერვულ სისტემას, სასიკეთოდ მოქმედებს კუჭ-ნაწლავზე. რეკომენდებულია ყავაში მწიკვი კარდამონის ფხვნილის დამატება, ანიჭებს ყავას განუმეორებელ არომატს ეთერზეთების მოქმედების წყალობით.
3. მიხაკი - ასტიმულირებს
4. დარიჩინი - ამცირებს ყავის მჟავე რეაქციის მოხდენას ორგანიზმზე. მოდუღების დროს დაამატეთ მწიკვი დარიჩინის ფხვნილი.
5. ჯანჯაფილი - დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ტკივილებისა და სპაზმების მოხსნას, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. ყავის მოდუღების დროს დაამატეთ მწიკვი ჯანჯაფილის ფხვნილი ან ფესვის მცირე ნაჭერი.
კესო ლაღიძე