ცოტა ხნის ახალგაზრდამ ამაღელვებელი ვიდეო და ფოტოები დადო სოციალურ ქსელში, რითაც საზოგადოება გააოგნა – მეტმა ყველას აჩვენა, როგორია ახლა მისი სხეული.
ის, თუ სადამდე მიიყვანა მეტი სწრაფმა გახდომამ, შეგძრავთ! ვიდეოზე ჩანს, რომ მეტს თავადაც ცრემლები მოსდის...

"მინდა ყველასთან გულწრფელი ვიყო და ბოლოს და ბოლოს გაჩვენოთ, ვინ ვარ სინამდვილეში და რად იქცა ჩემი სხეული, - ამბობს მეტი, - ვცდილობ შევიყვარო ჩემი სხეული, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, ეს ტიტანურ ძალისხმევას მოითხოვს... მინდა გითხრათ, რომ გიყვარდეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ. მე ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, თავი შევიყვარო, მაგრამ არ გამომდის".
მეტის მიზანი იყო, ყველასთვის ეჩვენებინა რა დღეშია, რომ ფული შეეგროვებინა კოსმეტიკური ოპერაციისთვის – 20 ათასი დოლარი ღირს ზედმეტი კანის მოსაშორებელი ოპერაცია. მისი ვიდეო საქველმოქმედო საიტზე განთავსდა და დიასმა უფრო მეტიც კი შეაგროვა, ვიდრე ელოდა. ასე რომ, სულ მალე მოახერხებს სასურველი სხეულის მიღებას.
იხილეთ ვიდეო