სწორედ ამ მიზეზით როიბუსის ჩაი შეზღუდვების გარეშე გამოიყენება ჩვილ ბავშვებშიც. გლუკოზის არსებობა მის შემადგენლობაში შაქრის გარეშეც ანიჭებს მას მოტკბო არომატულ გემოს. როიბუსი შეიცავს 50-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე მწვანე ჩაი! მაღაზიებში იყიდება როგორც დასაყენებელი, ასევე ერთჯერადი შეფუთვით.
როიბუსის სასარგებლო თვისებები:
- ანტიოქსიდანტების წყალობით როიბუსი აფერხებს დაბერების
- კურნავს გულსისხლძარღვთა სისტემას, არეგულირებს არტერიულ წნევას.
- ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნას.
- სასიკეთოდ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე: ნაწლავური აშლილობები, საჭმლის მონელება, პირღებინება, ბოყინი, გულძმარვა.
- სასმელი შესანიშნავი საშუალებაა პირის ღრუს ჰიგიენის დასაცავად, კარიესის პროფილაქტიკისთვის.
- როიბუსის ჩაის იყენებენ ჩვილ ბავშვებში მუცლის ტკივილის და ცუდი ძილის დროს, ასევე ალერგიული რეაქციების გამოვლენის მოსახსნელად.
- გააჩნია ამოსახველებელი მოქმედება სასუნთქი გზების დაავადებების დროს.
- შესანიშნავად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე: ხსნის გაღიზიანებას, დეპრესიას, უძილობას.
- უნიკალური ბაქტერიციდული თვისებების წყალობით მას იყენებენ არა მხოლოდ კომპრესების სახით ეგზემის, აკნეს და ალერგიული გამონაყრის დროს, არამედ როგორც დასაბანი საშუალება სახის გასაწმენდად და ბრწყინვალე კანისთვის.
ამის გარდა როიბუსის ჩაი რეკომენდებულია გამოსაყენებლად ორსული და მეძუძური ქალებისთვის. როიბუსი შედის "ჰუმანა დედის რძის მომყვანი ჩაის" შემადგენლობაში. ასევე სამელი სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ანემია.
როიბუსის ჩაი ყენდება როგორც ჩვეულებრივი ჩაი, მაგრამ მისგან განსხვავებით, მისი დაყენება შესაძლებელია რამდენჯერმე, ამის გამო მისი გემო და სასარგებლო თვისებები არ იცვლება. მისი დალევა შეიძლება როგორც ცხელ, ასევე ცივ მდგომარეობაში.
ყველაფრის გარდა როიბუსის ჩაის უნივერსალურობა კიდევ იმაშია, რომ მისი მიღება შეიძლება დღე-ღამის ნებისმიერ დროს.