16 მარტი, 2015
როგორ უნდა გაზარდოს ქალმა დაორსულების შანსი - აუცილებელი საკითხავი
წყვილების 15%-ს განაყოფიერების პრობლემა აქვს, ხშირ შემთხვევაში ეს მამაკაცის ბრალია. აუცილებელია იცოდეთ, რომ სპერმის ხარისხი იმატებს ზამთარში და ადრეულ გაზაფხულზე. ამ სტატიაში წაიკითხავთ ექიმების მოსაზრებას, როგორ უნდა გაზარდოთ ქალის დაორსულების შანსი.

თავიდან უნდა აიცილოთ დეფექტები

სპერმას არ აქვს იდეალური ფორმა. კაცების სპერმის უდიდესი ნაწილი შეიძლება ისეთი ფორმის იყოს, რომ ვერ განაყოფიეროს კვერცხუჯრედი. სწორად შერჩეული, ვიტამინებით მდიდარი საკვები ერთ-ერთი გამოსავალია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მიირთვით საზამთრო, გუავა და სხვა ტროპიკული ხილი.

ივარჯიშეთ

ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, იმ
მამაკაცების სპერმა, რომლებიც ვარჯიშობენ, 33%-ით უფრო ხარისხიანია ვიდრე დანარჩენების.

მობილურის არასტანდარტული დანიშნულება

თქვენმა სპერმამ თავისი მისია 12-14 საათის განმავლობაში უნდა შეასრულოს. ზიგოტის წარმოქმნა დამოკიდებულია სპერმის სიჩქარეზე. დაეხმარეთ სასქესო უჯრედებს გახდნენ სწრაფები. დამტკიცებულია, რომ იმ მამაკაცების სპერმატოზოიდებს მეტი სიჩქარე აქვთ, რომლებიც მობილურს ხშირად იყენებენ, რადგან ტელეფონი მათ მუხტავს ელექტრომაგნიტური ტალღებით.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS