1. გასტრიტი დაქვეითებული მჟავიანობით.
ა) 2-3 ს.კ. კრაზანას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 2-3 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში. კურსი - 2 კვირა.
ბ) ოდნავ შეათბეთ კომბოსტოს წვენი და მიიღეთ დილით ½ ჭიქა 30 წუთით ადრე ჭამამდე დღეში ერთხელ. კომბოსტოს წვენი შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს 2 დღე-ღამე.
გ) დილაობით უზმოზე მიიღეთ 150-200 გ გახეხილი ვაშლი, 400-500 გ გახეხილი უმი გოგრა და 1/3 ჭიქა ლიმონის წვენი 1 ჩ.კ. თაფლით. ასეთი საუზმის შემდეგ 3-4 საათის განმავლობაში არაფერი არ ჭამოთ და არ დალიოთ. კურსი - 1 თვე.
2. გასტრიტი მომატებული მჟავიანობით.
ა) დღეში ერთხელ დალიეთ უზმოზე ½ ჭიქა ახლადდაწურული სტაფილოს წვენი. კურსი - 1 თვე.
ბ) გახეხეთ კარტოფილი, გაწურეთ და მიიღეთ უზმოზე დღეში 3-ჯერ ½ ჭიქა, რის შემდეგაც 30 წუთით წამოწექით. მკურნალობის კურსი - 10 დღე.
გ) 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ დღეში ერთხელ 1.5-2 საათით ადრე ჭამამდე. კურსი - 1,5-2 თვე.