ჩვენ დრომდე შენარჩუნდა ზოგიერთი ძველებური რეცეპტი:
1. დღეგრძელობის წვენი - ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 4 კგ ნიახური, 400 გ ნიორი, 8 ლიმონი და 400 გ პირშუშხა. დაამატეთ ნარევში 400 გ თაფლი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და გადაიღეთ შუშის ჭურჭელში. ზემოდან დააფარეთ დოლბანდი და ჯერ დადგით დასაყენებლად თბილ ადგილას 12 საათით, შემდეგ
2. მთიულური ჩაი - 25 გ ცერეცოს ფესვს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 2 წუთი და გადადგით დასაყენებლად 10 წუთით. მიიღეთ ნახარშის 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე ვარიანტი: 1 ჩ.კ. დაქუცმაცებული ცერეცოს ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ მდგომარეობაში დააყენეთ 2 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. 4-ჯერ დღეში 20 წუთით ადრე ჭამამდე.
3. ეგვიპტური ჩაი - ეგვიპტეში ოდითგან პოპულარული იყო გიბისკუსის ფურცლების წითელი ჩაი (კარკადე). კარკადეს ჩაის სვამენ დღემდე. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც იცავენ კანს დაბერებისგან, და მისი რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს ჯანმრთელობის და სილამაზის შენარჩუნაბას.
4. ძველი ვიკინგების ახალგაზრდობის რეცეპტი - აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ასკილის გამხმარი ნაყოფი, გამხმარი ჭინჭარი და მატიტელა. 1 ს.კ. ნაკრებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 3 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ ერთბაშად. ეს სასმელი უნდა დალიოთ დილაობით ჩაის მაგივრად. სასმელი მოგანიჭებთ მხნეობას და აგიმაღლებთ განწყობას.
გამაახალგაზრდავებელი და გამაჯანსაღებელი რეცეპტების კურსია - 2 კვირა.
კესო ლაღიძე