ნამდვილად ასეთი სასარგებლოა თხის რძე და მართალია ის, რომ მას მიაწერენ ისეთ საოცარ თვისებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯადოსნურ განკურნებას და ორგანიზმის გაახალგაზრდავებას მძიმე სნეულებების შემდეგ?
ჰიპოკრატე თხის რძეს თვლიდა ტუბერკულოზის სამკურნალო უტყუარ საშუალებად.
სახალხო მედიცინა დღესაც ანიჭებს თხის რძეს მნიშვნელოვან როლს და ურჩევს მოზრდილებს და ბავშვებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, სასუნთქი გზების
თხის რძე ბაქტერიციდულია და კლავს მავნე მიკროფლორას. ის შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებსაც არ შეიცავს ძროხის რძე, რისი წყალობითაც აუდუღარი რძე არ მჟავდება ოთახის ტემპერატურაზე 3 დღის განმავლობაში, მაცივარში კი - 1 კვირა. ამის გარდა თხის რძე ხელს უწყობს ზედმეტი ქოლესტერინის გაწოვას.
თხის რძე მდიდარია უამრავი ვიტამინით და მიკროელემენტით: A, B--ჯგუფის, C, D, E, H, PP, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, იოდი და ა.შ. თხის რძე შეიცავს კალიუმის დიდ რაოდენობას, რაც სასიკეთოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
ძროხის რძესთან შედარებით თხის რძეში 6-ჯერ მეტი კობალტია, რომელიც შედის B12 ვიტამინის შემადგენლობაში, რაც ხელს უწყობს ჰემოგლობინის აწევას.
თხის რძე თავისი ბუნებით ქალის რძესთან არის მიახლოვებული, ვინაიდან შეიცავს უამრავ ბეტა-კაზეინს. რაქიტიან ბავშვებს ის უფრო სწრაფად აყენებს ფეხზე, ვიდრე ძროხის რძე, ვინაიდან შეიცავს მეტ სიალის მჟავას, რომელიც შედის ორგანოზმის იმუნიტეტის ბარიერების სტრუქტურაში.
მკურნალობის კურსი და ხანგრძლივობა:
მიიღეთ თხის რძე 1-2 ჭიქა დღეში 1 თვის განმავლობაში.
კესო ლაღიძე