თუ გრძნობთ, რომ ენერგიის ნაკლებობა გაქვთ და ვერ უმკლავდებით ცხოვრებისეულ პრობლემებს, გთავაზობთ საინტერესო პრაქტიკას, რომელიც დაგეხმარებათ ბიოველის კორექტირებაში და გარედან ნეგატიური გამოვლინებებისგან დაცვაში. პრაქტიკა საკმაოდ მარტივია. თუ შეასრულებთ მას 40 დღის განმავლობაში, თქვენი
ამ ვარჯიშების ავტორი ძალიან ძლიერი მკურნალია. ეთადერთი პირობაა - სიმტკიცე და რეგულარობა.
ვარჯიში:
დადეგით სწორად, ფეხები დადგით მხრების სიგანეზე, ხელები განზე მხრების დონეზე (ხელისგულებით ზემოთ). შესუნთქვაზე წამოიწიეთ ფეხის წვერებზე და წარმოიდგინეთ, რომ მარცხენა ხელისგულიდან თავის ზემოთ გადის ცისარტყელა და ჩადის მარჯვენა ხელისგულში.
ამოსუნთქვაზე ცისარტყელა ბრუნდება მარცხენა ხელისგულში. შემდეგ იგივე გაიმეორეთ მარჯვენა ხელისგულით. ცისარტყელა გადის თავის ზემოთ , ეხება მარცხენა ხელისგულს და ბრუნდება მარჯვენაში. ასე შენაცვლებით გააკეთეთ 8-ჯერ.
წამოიწიეთ შესუნთქვაზე, ცისარტყელა თავის ზემოთ ერთი ხელისგულიდან მეორეში, ამოსუნთქვაზე ბრუნდება უკან და ცვლით ხელებს. ეფექტი ამ მარტივი ვარჯიშისგან მოლოდინს აჭარბებს.
ვარჯიში სასურველია გააკეთოთ დილით, ვინაიდან ცისარტყელა მთელი დღის განმავლობაში დაგიცავთ შიდა და გარე ნეგატივისგან. ჩაინიშნეთ როდის დაიწყეთ ვარჯიში.
ვარჯიშის კურსის გაკეთება რეკომენდებულია წელიწადში 2-ჯერ. წარმატებებს გისურვებთ!
კესო ლაღიძე