07 მარტი, 2015
დარიჩინის ნაყენი - გაზაფხულის ელექსირი, რომელიც იმუნიტეტს გაგიძლიერებთ
დარიჩინის ნაყენი ეხმარება გაუმკლავდეს გაზაფხულზე დაღლილობას, აპათიას, შრომითუნარიანობის გაუარესებას, და ასევე აძლევს საშუალებას უმოკლეს დროში აღადგინოს ძალები გრიპის და სხვა დაავადებების შემდეგ. დარიჩინის ნაყენი - იმუნიტეტის გაძლიერების ძალიან ეფექტური საშუალებაა.

მომზადების წესი:

0,5 ლ კარგი ხარისხის ქარხნული წარმოების არაყს დაამატეთ 50 გ დაფქული დარიჩინი. დადგით დასაყენებლად ბნელ ადგილას 3 კვირით (შეგიძლიათ დადგათ სამზარეულოს კარადაში). ნაყენის მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი.

მიიღეთ ნაყენი 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე.

მკურნალობის კურსი - სანამ ნაყენი არ
დაგიმთავრდებათ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS