ზამთრის მიწურულსა და ადრეულ გაზაფხულზე ხშირად აწუხებთ თავბრუსხვევა. თავბრუსხვევის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. მათ შორის გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების, ასევე ფსიქიკური დაავადებები.
თავბრუსხვევა შეიძლება თვალისა და ყურის დაავადებებმაც გამოიწვიოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ზუსტი დიაგნოზისთვის უნდა მიმართოთ ექიმს. თუ გამოკვლევების შედეგად დადასტურდა, რომ არავითარი სერიოზული დაავადება არ გაწუხებთ, შეგიძლიათ ხალხური რეცეპტებით ისარგებლოთ.
2-3 თავი ხახვი გაფცქვენით, წვრილად დაჭერით და ერთი ჭიქა ცივი წყალი დაასხით, გააჩერეთ 2 საათით. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ თითო სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში.
თავბრუსხვევის დროს კარგ შედეგს იძლევა კალენდულას ყვავილის ნაყენიც. 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კალენდულას ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავზე და 2 საათის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 2 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.