შეგიძლიათ ნიღაბი თავადაც მოამზადოთ: თითო სუფრის კოვზი თაფლი, გაზავებული უფერო ინა, ზეითუნის ზეთი და ერთი კვერცხის გული კარგად აურიეთ. წაისვით თმაზე, თავი თბილად შეიფუთეთ და 20 წუთის შემდეგ რბილი შამპუნით ჩამოიბანეთ.
თმის ცვენა
თმის ცვენას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ აუცილებლად ეწვიეთ სპეციალისტს და მისი დანიშნულების პარალელურად შეგიძლიათ ხალხური რეცეპტიც გამოიყენოთ.
ნაყენი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ: ერთ მწარე წითელ წიწაკას
ბოლოებგაყოფილი თმა
ეს პრობლემა ძირითადად მუდმივად დიეტაზე მყოფ ქალბატონებს აწუხებთ. ასევე მათ, ვინც ზამთარში ქუდის გარეშე დადის.
ბოლოებგაყოფილი თმისთვის გამოგადგებათ შემდეგი რეცეპტი:
გაქენით ერთი მუჭა წითელი მოცვი, დაუმატეთ თითო ჩაის კოვზი თაფლი და ხაჭო. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ ერთი კვერცხის გული და ჩაასხით მოცვის მასაში, კვლავ აურიეთ, წაისვით თმაზე და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
კესო ლაღიძე