მძიმე თავის ტრავმის შემდეგ თვითონ მარინს აწუხებდა სტენოკარდია მძიმე შეტევებით. რასაკვირველია, შეუპოვარმა პროფესორმა ძველი ფრაკიული რეცეპტი ჯერ თავის თავზე გამოსცადა, მაგრამ იმ დროისთვის პროფესორის სახლში
შემოვიდა უამრავი სამადლობელო ზარი ავადმყოფებისგან, რომლებსაც აწუხებდა გულის სხვადასხვანაირი დაავადებები: თურმე ჯადოსნურმა რეცეპტმა მათაც უშველა.
სტენოკარდიის მკურნალობის გამოცდილება აღმოჩნდა საკმაოდ წარმატებული - თავდაპირველად შეტევებმა იშვიათი ხასიათი მიიღეს,
მაშასადამე, გთავაზობთ ბულგარეთში უამრავჯერ შემოწმებულ უძველეს ფრაკიულ რეცეპტს:
ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე ჭინჭრის ბუჩქებს მოწყვიტეთ წვერები ქორფა ფოთლებით. დაგჭირდებათ 500 გ. არავითარ შემთხვევაში არ მოჭრათ, გაიკეთეთ ხელთათმანი და მოწყვიტეთ.
სახლში ფოთლები კარგად დაკეპეთ ხის ნიჩბით (არ დაჭრათ დანით), დაასხით 1 ლ 60% არაყი და მოათავსეთ მუქი ფერის შუშის ჭურჭელში 1 დღით შუქზე. შემდეგ ჭურჭელი შედგით 8 დღით ბნელ კარადაში.
ნაყენი გამოვა სქელი, ბლანტი, მუქი ფერის და ძალიან მაგარი. მზა ნაყენი გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩ.კ. 30 წუთით ადრე ჭამამდე 3-4-ჯერ დღეში (საკვების მიღების მიხედვით).
მიღებიდან მე-3 ან მე-4 დღეს სტენოკარდიის შეტევები შეგიწყდებათ. ათეროსკლეროზის მკურნალობა კი ითხოვს 1-თვიან კურსს.