მომზადება:
1 ლ ანადუღარ წყალში ჩაყარეთ 4 ს.კ. ინდური ბრინჯი, 3 ს.კ. შაქარი და 5 ც. შავი ქიშმიში. კარგად მოურიეთ, დააფარეთ ჭურჭელს დოლბანდი და დადგით დასაყენებლად 4 დღით, თუ ძალიან ცხელა - საკმარისია 3 დღეც. შემდეგ მზა ბურახი გადაასხით ბოთლებში ისე, რომ ნარჩენები (ბრინჯი და ქიშმიში) არ გადაყვეს და დარჩეს ძირზე. ბურახი შეინახეთ
მიღების წესი:
ბურახი უნდა მიიღოთ ½ ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი - 1 თვე. 1 თვის შესვენების შემდეგ საჭიროებისამებრ შეგიძლიათ გაიმეოროთ.
ბურახის შემდეგი ულუფის დასამზადებლად პირველი ულუფის ნარჩენებს დაამატეთ 1 ლ ანადუღარი წყალი, 3 ს.კ. ინდური ბრინჯი, 3 ს.კ. შაქარი და 3 ც. შავი ქიშმიში. კარგად აურიეთ და დააყენეთ იგივე რეჟიმში. მეორე ულუფის დამზადების შემდეგაც ისევ არ გადაყაროთ ნარჩენები, ისინი დაგჭირდებათ მესამე ულუფის დასამზადებლად, ხოლო უკვე დაგჭირდებათ 1 ლ ანადუღარი წყლის, 2 ს.კ. ინდური ბრინჯის, 2 ს.კ. შაქრის და 3 ც. შავი ქიშმიშის დამატება.
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პრეპარატის, საშუალების ან მეთოდის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.