ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კარტოფილის სახამებელს გააჩნია უნიკალური თვისებები სისხლდენის შეწყვეტის დროს. თუ ჭრილობიდან ვერ აჩერებთ სისხლდენას, საკმარისია დაიყაროთ სახამებელი და სისხლდენა პრაქტიკულად მაშინვე შეგიწყდებათ.
გარდა ამისა, სახამებელი ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ შეხორცებას და იცავს ნაიარევის გაჩენისგან. ხალხური მედიცინისთვის ცნობილია სახამებლის გამოყენების უამრავი ხერხი.
1. ანგინის
2. კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს მიიღეთ 1 დესერტის კოვზი სახამებელი 3-ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე. ყოველ ულუფას დააყოლეთ 1/3 ჭიქა წყალი.
3. ნაწლავური აშლილობების დროს დიდებში, 1/2 ჭიქა ანადუღარ გრილ წყალში გახსენით 1 ს.კ. სახამებელი და დაამატეთ 2 წვეთი 5% იოდი. შედეგად მიიღებთ ლურჯი ფერის ხსნარს, რომელიც უნდა დალიოთ ერთბაშად. თუ პირველი მიღებიდან შედეგს არ მიიღებთ, 2 საათის შემდეგ მიიღეთ კიდევ ერთი ულუფა.
4. გაციების, ხველის და სურდოს დროს 1/2 ს.კ. სახამებელს დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი, 2 უმი კვერცხის გული და 2 ს.კ. კარაქი. კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ 1/2 ს.კ. 3-ჯერ დღეში 1 საათით ადრე ჭამამდე.
5. კანზე გამონაყარისა, ანთებების და პიგმენტური ლაქების დროს მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ სახამელი პრობლემურ ადგილებში დღეში 2-3-ჯერ.
6. დამწვრობის დროს კანის დაზიანებულ არეში წაისვით არაჟნის კონსისტენციის სახამებლისა და წყლის ნარევი.