1. თმის ფოლიკულების გაწმენდა, ქერტლი - დაამატეთ ჩაის ხის ზეთის 5-10 წვეთი შამპუნის ან ბალზამის ერთჯერად დოზაში და გამოიყენეთ საჭიროებისამებრ გამოჯანმრთელებამდე.
2. ყურის ტკივილი - აურიეთ ერთმანეთში ზეითუნის ზეთი და ჩაის ხის ზეთი პროპორციით 2:1, ოდნავ შეათბეთ ცხელი წყლის აბაზანაზე და ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი ყურში. გაიმეორეთ საჭიროებისამებრ.
4. გაციება, სურდო, ხველა - დაამატეთ 10 წვეთი ზეთი ინჰალატორში და გაიკეთეთ ინჰალაცია ძილის წინ, სურდოს დროს შეიზილეთ რამდენიმე წვეთი ცხვირის ფუძეზე და ნესტოებთან.
5. ჰერპესი, დახეთქილი ტუჩები - 1 ჭიქა მდუღარე წყალში დაამატეთ 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი და დღეში 2-ჯერ დაიმუშავეთ ბამბის ტამპონით.
6. სისხლდენა ღრძილებიდან, გინგვიტი, კბილის ტკივილი - 100 მლ მდუღარე წყალში დაამატეთ 3-5 წვეთი ზეთი და თბილ მდგომარეობაში გამოივლეთ პირის ღრუ 2-ჯერ დღეში.
7. ბრონქიტი - დაიზილეთ გულმკერდი 5 წვეთი ჩაის ხის ზეთით და დაიდეთ თბილი პირსახოცი (შეგიძლიათ მასში შეახვიოთ გრელკა) 1-2 საათით.
8. აკნე (ფერიმჭამელები) - წაისვით 2-3 წვეთი ზეთი პრობლემურ ადგილებში დღეში 2-3-ჯერ, ამის გარდა დაამატეთ 1 წვეთი გამწმენდი საშუალების ან ლოსიონის ერთჯერად დოზაში.
9. ეგზემა - შეიზილეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი გამშრალებული კანის დაზიანებულ არეში დღეში 2-ჯერ.
10. რევმატიზმი - აურიეთ ერთმანეთში ნებისმიერი მცენარეული ზეთი და ჩაის ხის ზეთი პროპორციით 1:1, ოდნავ შეათბეთ ცხელი წყლის აბაზანაზე და ძილის წინ შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში სრულ შეწოვებამდე.