11 თებერვალი, 2015
ფეიხოა თაფლით - ფარისებრი ჯირკვლის, გულსისხლძარღვთა სისტემის, ლარინგიტის, ანგინის დროს
ფეიხოა თაფლით საუკეთესო შემადგენლობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იოდის ნაკლებობას განიცდიან. ფეიხოას თაფლით გამოყენების ეფექტურობა დამტკიცებულია ფარისებრი ჯირკვლის, გულსისხლძარღვთა სისტემის, ლარინგიტის, ანგინის და ნერვული სისტემის მაღალი აგზნებადობის დაავადებების დროს.

იოდის დეფიციტი ძალზე უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, სრულიად ფრჩხილიდან თმამდე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. იოდის დეფიციტის დროს ბავშვები სიმაღლეში ნელა იზრდებიან, ჩამორჩენილები არიან ინტელექტუალურადაც.

შემოთავაზებული შემადგენლობა, რომელიც შეიცავს ფეიხოას თაფლით, დაგეხმარებათ იოდის დეფიციტის ანაზღაურებაში, ვინაიდან ფეიხოა შეიცავს მას

ადვილადშეთვისებად ფორმაში. იოდის გარდა, ფეიხოა შეიცავს С, B,
P ვიტამინებს, პექტინის და სხვა ძვირფას ნივთიერებებს. С ვიტამინის შემცველობით ის არ ჩამოურჩება ლიმონს.

რეცეპტის მომზადება:

ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი პროპორციით 1:1. ფეიხოა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაამატეთ თაფლი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ შუშის ჭურჭელში. დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში. მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში 3-ჯერ.

კესო ლაღიძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნიკა
მაინტერესებს თაფლის წარმომავლობა, რომელი უფრო კარგ შედეგს იძლევა, მინდვრის, აკაციის , წაბლის, თუ რომელიმე სხვა
15:13 / 16-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
1:1 რას ნიშნავს? 1 კგ ფეიხოია+ 1 კგ თაფლი?
13:40 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნაზი ქატამადზე
არაჩვეულებრივია ეს ნაზავი, პირადად გამოვცადე ჩემს შვილებზე.ყოველწლიურად ვუკეთებ, ვინახავ მაცივარში.
15:51 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS