სპეციალისტები ამ ბრძოლაში დახმარებას გთავაზობენ, ჩვენ კი წარმატებებს გისურვებთ.
ამ დიეტით 17 დღეში 7 კილოგრამამდე დაკლებას გპირდებიან. კვების ამ რეჟიმს იცავენ ჯენიფერ ანისტონი და ვიქტორია ადამსი.
დასაშვებია ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის პროდუქტები და იშვიათად - მწვანე სალათა. საერთო კალორიულობა არაუმეტეს 1000 კკალორიისა დღე-ღამეში.
პირველი დღე - საუზმე: შავი ყავა; სადილი: 2 მოხარშული
მეორე დღე - საუზმე: შავი ყავა და ორცხობილა; სადილი: მორახშული ან შემწვარი თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით; ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხროცი, ჭიქა კეფირი.
მესამე დღე - საუზმე: შავი ყავა; სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, მოხარშული სამი დიდი სტაფილო მცენარეული ზეთით, ვახშამი: ვაშლები.
მეოთხე დღე - საუზმე: უმი, გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენით; სადილი: დიდი თევზი (500 გრ), მოხარშული ან შემწვარი, ჭიქა პომიდვრის წვენი; ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.
მეხუთე დღე - საუზმე: შავი ყავა; სადილი: 1 დიდი ძირი ოხრახუში მცენარეულ ზეთში შემწვარი, ვაშლები; ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ქორფა კომბოსტოს სალათა ზეთით.
მეექვსე დღე - საუზმე: შავი ყავა; სადილი: 500 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ხილი; ვახშამი: ნებისმიერი რაციონი წინა დღეებიდან, გარდა მესამე დღისა.
მერვე დღიდან დიეტა მეორდება.