გასაახალგაზრდავებლად და ნაოჭების წინააღმდეგ შეგიძლით დაამზადოთ შესანიშნავი ტონიკი. გააკეთეთ ნატურალური წითელი ღვინის საფუძველზე. ღვინის ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს, ის უნდა იყოს კარგი ხარისხის.
უპირველეს ყოვლისა კარგად დანაყეთ 1-2 აბი მუმიო (იყიდება აფთიაქში) და დაამატეთ 40-50 გ წითელი ღვინო. ხსნარი გადაასხით მუქი ფერის შუშის ჭურჭელში და შედგით მაცივარში 24 საათით.
წაისვით მზა ტონიკი სუფთა სახეზე დღეში ერთხელ, მოერიდეთ ქუთუთოებზე და თვალებში მოხვედრას. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, შეგიძლიათ
ტონიკი შეინახეთ მაცივარში. შედეგებს დაინახავთ დაახლოებით 7-10 დღეში - კანი ხდება ბრწყინვალე, წვრილი ნაოჭები სწორდება, ქრება გამონაყარი და ნაიარევი.
ნაოჭების წინააღმდეგ მუმიოს იყენებენ უძველესი დროიდან, ეს საშუალება ძალიან ეფექტურია და პრაქტიკულად არ გააჩნია უკუჩვენებები.
2. მუმიო შამპუნში
მუმიოს მეშვეობით თმის გამაგრების ყველაზე მარტივი ხერხია - მუმიოს დამატება ჩვეულებრივ შამპუნში, რომელსაც იყენებთ თმის დასაბანად.
კარგად დანაყეთ 4-5 აბი მუმიო და გახსენით 2 ს.კ. წყალში. მიღებული ხსნარი ჩაასხით შამპუნის ფლაკონში და კარგად შეანჯღრიეთ. დოზა მოცემულია სტანდარტულ 250 გ შამპუნის ფლაკონზე. გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ, რომ მუმიო თანაბრად განაწილდეს შამპუნში, შემდეგ შეიზილეთ თმებში, გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ.