1. 1 ც. საშუალო ზომის სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაამატეთ 2 ს.კ. არაჟანი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში და გადაინაწილეთ მთელი თმის სიგრძეზე.
გაიჩერეთ 30-40 წუთი და ჩვეულებრივ დაიბანეთ თავი შამპუნით. ნიღაბი უნდა გამოიყენოთ კვირაში 2-3-ჯერ. სურვილისამებრ გახეხილი სტაფილოს ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სტაფილოს წვენი.
2. თუ ცვენის პრობლემასთან ერთად გაქვთ წვრილი თმა, თქვენ თმას მოუხდება შემდეგი ნიღაბი, რომელიც ასქელებს თმის ღერს:
2 ს.კ. არაჟანი და 2 ს.კ. კეფირი აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ
თმის ძირებში და გადაინაწილეთ მთელი თმის სიგრძეზე. გაიჩერეთ 30 წუთიდან 1 საათამდე და ჩამოიბანეთ შამპუნით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ. რეგულარული გამოყენებისას თმა გასქელდება და გაძლიერდება.