05 თებერვალი, 2015
რა საშიშ დანამატებს შეიცავს საღეჭი რეზინი - ყველაზე სახიფათო ემულგატორები
საღეჭი რეზინა ბავშვების სუსტი წერტილია. ზოგიერთს დღეში მთელი კოლოფიც არ ჰყოფნის - დაღეჭავს, გემო გაუვა თუ არა, გადააგდებს და ახალს დაღეჭავს. საღეჭი რეზინის დადებით თვისებადაა აღიარებული ის ფაქტი, რომ კბილებს იმ საშიში ბაქტერიებისგან წმენდს, რომლებიც კარიესის წარმოქმნაში მონაწილეობენ. ადამიანს უკვე დიდი ხანია ჩამოუყალიბდა ჩვევად, ღეჭვა ყლაპვის გარეშე. არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ჯერ კიდევ ქრისტეს შობიდან 50 წელს ბერძნები ხის ფისს ღეჭავდნენ. ეს ჩვევა საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც იყო და საკმაოდ სასარგებლოც გახლდათ ამგვარი საღეჭი საშუალება.
მაიას ტომის
ინდიელები, ამ მიზნით ხმარობდნენ ახრასის ხის ფისს, ხოლო ძველი გერმანელები - თაფლით გაჟღენთილ ბეწვს.
თუმცა სამწუხაროდ, სარგებლობის გარდა იმ საღეჭ რეზინებს, რომლებიც დღეს მრავლად არის დახლებზე, სიავეც ბევრი მოაქვს. რით არის საშიში საღაეჭი რეზინი?

თუ ბავშვს საღეჭი რეზინი გადაეყლაპა - რისი უნდა გეშინოდეთ

საქმე სიაა, რომ იგი ქიმიურ დანამატებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმისთვის სასარგებლო ვერ იქნება. კარგია, რომ საღეჭი რეზინ

ის გადაყლაპვა არ გვიწევს, თუმცა ბავშვები ამისგან დაზღვეულნი არასოდეს არიან. ცნობისთვის, საღეჭი რეზინა რომ იჭმებოდეს, ის აკრძალული პროდუქტი იქნებოდა. თუნდაც არ გადავყლაპოთ, ღეჭვის პროცესშიც მისგან ბევრ საშიშ ნივთიერებას ვიღებთ. რაც უფრო ხშირად ვღეჭავთ, მით უფრო მეტ მავნე ნივთიერებას ვყლაპავთ.
წარმოგიდგენთ ამ დანამატებს - ეს ემულგატორებია, რომლებიც შეფუთვაზე ციფრების სახით ხშირად არის წარმმოდგენილი. ეს დანამატები მას გემოსა და სასაქონლო იერსახეს უნარჩუნებენ.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS