0,5 ჭიქა მინერალური წყალი აურიეთ 1 ს.კ. თიხას, რომელიც თქვენი კანის ტიპისთვის არის განკუთვნილი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ ნარევს დაამატეთ 1 ს.კ. ლიმონის წვენი, მშრალი კანის დროს - ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი, ხოლო ნორმალური კანის დროს - იოგურტი. ნიღაბი წაისვით სუფთა სახის კანზე და ყელზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ მინერალური წყლით.
2. ლოსიონი სახის დაბანის შემდეგ
ცხიმიანი კანისთვის 2 ს.კ. გვირილის, ჭინჭრის და კალენდულას ნაკრებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული მინერალური წყალი, ხოლო
3. საღამოს ლოსიონი
აურიეთ ერთმანეთში მინერალური წყალი და ლიმონის წვენი პროპორციით 1:1. ძილის წინ გაიწმინდეთ სახე, ყელი და ხელები ლოსიონით.
4. გააკეთეთ მინერალური წყლისგან ყინულის კუბიკები და ყოველდღიურად გამოიყენეთ სახის დასაბანად. ასეთი მასაჟი ავიწროებს ფორებს, ამაგრებს სახის კუნთებს და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.