04 თებერვალი, 2015
მასაჟი დესერტის კოვზებით - დაუჯერებელია, მაგრამ გაახალგაზრდავება გარანტირებული გაქვთ
მასაჟის ტექნიკა ძალიან მარტივია. დაგჭირდებათ 2 ც. ჩაის ან დესერტის კოვზი, 1 ჭიქა ცივი წყალი რამდენიმე ყინულის კუბიკით და ჯამი შემთბარი მცენარეული ზეთით. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ასეთი სქემის მიხედვით:

1. სახე გაიწმინდეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

2. კოვზები გაწმინდეთ სპირტით და ჩადეთ რამდენიმე წუთით გაყინულ წყალში. ცივი კოვზები დაიდეთ ზედა ქუთუთოებზე 10-15 წამით და შემდეგ ისევ გაყინეთ წყალში. მასე გაიმეორეთ კიდევ 4-ჯერ. შემდეგ იგივე პროცედურა ჩაიტარეთ ქვედა ქუთუთოებზე. ამდაგვარად შეგიძლიათ მოიშოროთ ქუთუთოების შეშუპება და ჩაშავებული წრეები
თვალების ქვეშ.

3. ამის შემდეგ კოვზები ცოტა ხნით გააჩერეთ თბილ ზეთში და დაიწყეთ სახის მასაჟი. კოვზები პარალელურად ან შენაცვლებით გადააადგილეთ მცირე დაწოლით მასაჟური ხაზების მიხედვით.

მასაჟის ძირითადი მიმართულებები: შუბლზე - ცხვირის ფუძიდან საფეთქლებთან და თმის ზოლთან, ქუთუთოებზე - წრიული მოძრაობებით თვალის ზედა შიდა კუთხიდან ქვედა შიდა კუთხამდე, ლოყებზე - ცხვირის ფრთებიდან საფეთქლებთან, ნიკაპიდან - საფეთქლებთან, ყელზე - მისი ფუძიდან ნიკაპთან.

ყოველი მოძრაობის შესრულება რეკომენდებულია 10-ჯერ. როგორც კი შეამჩნევთ, რომ კოვზი ძნელად სრიალებს კანზე, ისევ ჩაუშვით თბილ ზეთში. პროცედურის დამთავრებისას, დაიბანეთ სახე თბილი წყლით.

ასეთი მასაჟის 10-12 პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ მიაღწიოთ გამაოგნებელ შედეგებს იმ პირობით, თუ მასაჟს ჩაიტარებთ ყოველდღიურად.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS