03 თებერვალი, 2015
დამჭკნარი, დაღლილი სახის კანის გამაახალგაზრდავებელი ტკბილი წიწაკის ნიღბები
1. ნიღაბი დამჭკნარი და დაღლილი კანისთვის

დააბლენდერეთ ან გახეხეთ სახეხზე 1 ც. ტკბილი წითელი წიწაკა, დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი და დაიდეთ სახის კანზე 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით.

2. გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

1ც. წითელი ან ყვითელი ტკბილი წიწაკა დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 1 ც. ათქვეფილი კვერცხი, 1 ჩ.კ. არაჟანი, ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით. ნიღაბი ჩამოიბანეთ ჯერ თბილი წყლით, შემდეგ - გრილი.

3. სახის, კისრის, ხელების და ფეხების ოფლიანობის დროს პერიოდულად
გაიწმინდეთ კანი ტკბილი წიწაკის წვენით.

4. პიგმენტური ლაქების მოშორება და კანის დატენიანება

სახის კანი გაიწმინდეთ და წაისვით ზეითუნის ზეთი. რამდენიმე ტკბილი წიწაკა დაჭერით ზოლებად და დაიდეთ სახეზე 20 წუთით. ჩამოიბანეთ სახე მწვანე ჩაის ნაყენით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

5. ფერმკრთალი მშრალი კანისთვის

1 ც. ტკბილი წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 1 ჩ.კ. სტაფილოს წვენი და 1 ჩ.კ. არაჟანი. დაიდეთ სახეზე 20 წუთით და ჩამოიბანეთ სახე ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით.

ბულგარული წიწაკის ნიღბები გამოიყენეთ კვირაში ერთხელ 1 თვის განმავლობაში. თუ წიწაკაზე ალერგია გაქვთ, ნუ გარისკავთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS