02 თებერვალი, 2015
მწვანე ვაშლის მატონიზირებელი ლოსიონის და ნიღაბის მომზადება
ვაშლში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს კანში მიმდინარე ცვლის პროცესების გაუმ-ჯობესებას, ასევე, ატენიანებს და ასწორებს მის რელიეფს.


მატონიზებელი ვაშლის ლოსიონი

3-4 ვაშლი კარგად გარეცხეთ თბილ წყალში და გათალეთ. კანი მოათავსეთ ჯამში, დაასხით ცხელი წყალი და თავზე დაახურეთ. ორი დღის განმავლობაში გააჩერეთ ბნელ, ცივ ადგილას და სახისა და კანისთვის ძალიან კარგ მატონიზებელ ლოსიონს მიიღებთ.

ანტისტრესული მატონიზებელი ნიღაბი

ვაშლი გათალეთ და ბლენდერში პიურეს კონსისტენციამდე ათქვიფეთ. 50 მლ ნაღები აადუღეთ,
დაუმატეთ ვაშლის პიურე და ცეცხლზე სამი წუთით გააჩერეთ, გადმოდგით და ნახევარი საათით დააყოვნეთ. შემდეგ მიღებულ მასას დაუმატეთ ათქვეფილი ცილა და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე და 30 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS