ნუში შეიცავს მაგნიუმს, თუთიას, რკინას, E და B ვიტამინებს - ნატურალურ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ეხმარებიან გულის დაავადებებთან ბრძოლაში. ამის გარდა ნუში კალციუმის კარგი წყაროა.
ნუშის რძის დამზადების წესი:
კანის მოსაცილებლად ½ ჭიქა ნუში წინასწარ დაალბეთ ცივ წყალში 10-12
ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ ბლენდერში ერთგვაროვან კონსისტენციამდე. მიღებული ნარევი გაწურეთ რამდენიმე ფენად მოკეცილ მარლაში.
სასარგებლო რძე მზად არის. შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს 3 დღე. მიირთვით გემრიელი სამკურნალო სასმელი დღეში ერთხელ, 50 გრ. 2 კვირის განმავლობაში.
ზემოაღნიშნული რეცეპტით დამზადებული ნუშის რძე ასევე შეგიძლიათ წარმატებით გამოიყენოთ როგორც ხილის კოქტეილებში, ისე სახის დასაბანად.