ანტიბიოტიკი - ერთერთი ყველაზე " კონფლიქტური" პრეპარატია. მენიუდან უნდა გამორიცხოთ რძე და რძის პროდუქტები, ვინაიდან ისინი მთლიანად ანეიტრალებენ ანტიბიოტიკის მოქმედებას. ასევე უარი უნდა თქვათ ალკოჰოლურ სასმელებზე. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი, ბოსტნეული და მწვანილი. დროებით მოერიდეთ მჟავე საკვებს.
ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები არ არის რეკომენდებული დალიოთ შებოლილ პროდუქტებთან, ვინაიდან ასეთი პროდუქტები ანეიტრალებენ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების სასარგებლო მოქმედებას.
ასპირინის მიღებისას მიირთვით პროდუქტები, რომლებიც
ჰორმონალური პრეპარატები გავლენას ახდენენ ნივთიერებათა ცვლაზე, ამიტომ გართულებების თავიდან ასაცილებლად უნდა მიიღოთ ხაჭო და რძის პროდუქტები, გარგარის ჩირი, თევზი, ქიშმიში, კენკროვანი და გოგრა (ეს პროდუქტები შეიცავენ ბევრ ცილას, კალიუმის მარილებს და ვიტამინებს).
რკინის შემცველი პრეპარატების მიღებისას არ არის რეკომენდებული: ყავა, ჩაი, ცომეული და ტკბილეული, რძის პროდუქტები, თხილი და ნიგოზი. ყველა ეს პროდუქტი აძნელებს რკინის შეთვისებას ორგანიზმში.
შარდმდენი პრეპარატები ხელს უწყობენ კალიუმის გამოყვანას ორგანიზმიდან. მისი მარაგის შესავსებათ უნდა მიირთვათ მწვანე ბარდა, ისპანახი, მჟაუნა, გარგარის ჩირი, ჭარხალი, კარტოფილი, ვაშლი და სტაფილო.
კესო ლაღიძე