25 იანვარი, 2015
ლიმონისა და თაფლის მალამო მობერებული კანისთვის
სამი ლიმონის კანს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 8-10 საათი. შემდეგ დოლბანდის საშუალებით გაფილტრეთ.

მიღებულ ნაყენს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, სამი ლიმონის წვენი, ორი სუფრის კოვზი რძე, სამი სუფრის კოვზი ოდეკოლონი და ნახევარი ჭიქა ვარდის, ჟასმინისა და თეთრი შროშანის ფურცლებისგან წინასწარ მომზადებული და გაგრილებული ნახარში.

მიიღებთ ლიმონის თხევად კრემს მობერებული კანისთვის.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS