25 იანვარი, 2015
ძვირფასი ქვები სახის კანის სილამაზისთვის - თქვენთვის ქალბატონებო
ბუნებრივი მინერალების სამკურნალო თვისებები ფართოდაა ცნობილი, თუმცა იშვიათად აღნიშნავენ, რომ მათ კანზე კოსმეტიკური ზემოქმედების უნარიც აქვთ. ასე რომ, ქალბატონებს ძვირფასი ქვები არა მარტო სამკაულებად, სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლადაც გამოადგებათ. ამჯერად ზოგიერთი ბუნებრივი ქვის თვისებებზე შევჩერდებით:

- ამეთვისტო აუმჯობესებს სახის ფერს, აქრობს ჭორფლს. ამ მინერალის კრისტალს ქალები უძველესი დროიდანვე ყოველ ღამე წყლით სავსე ჭიქაში ათავსებდნენ, დილით კი ამ წყლით პირს იბანდნენ და შემდეგ მკვებავსა და შესაბამის საცხს ისვამდნენ.

- ამაზონიტი კანს აახალგაზრდავებს, ხავერდოვნებასა და სინორჩეს ანიჭებს.

- ალმასი
აქრობს პიგმენტურ ლაქებს და კანის ფერს აუმჯობესებს.

- ლაზურიტი კანის დაავადებებს კურნავს, აქრობს გამონაყარს, ჩირქგროვებსა და ფერისმჭამელებს.

- ფირუზი დადებითად მოქმედებს კანზე, აუმჯობესებს განწყობას. ცისფერი და ღია მწვანე სხივი სასიკეთოდ მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალსა და კანზე.

- საფირონი ხელს უწყობს მოხდენილი გარეგნობის შენარჩუნებას. ოღონდ გაითვალისწინეთ, დღეს ბუნებრივი საფირონი ძნელად ხელმისაწვდომია.

- სარდონიქსი ორგანიზმს, შესაბამისად, სახის კანს აახალგაზრდავებს.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS