თვითონ ცხიმგროვა ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი არსებობა ხშირად მეტყველებს ორგანიზმის შიდა ორგანოების მუშაობის გარკვეულ მოშლილობებზე (ქოლესტერინის სიჭარბე, კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევები, ღვიძლის და თირკმელების დაავადებები).
სახის კანის არასწორი მოვლის დროს ხშირად ხდება ფორების დაცობა, ამასთანავე ცხიმი ერთ ადგილას გროვდება, იწყებს გამკვრივებას და თანდათან გარდაიქმნება ცხიმგროვად. ძირითადად ამ პრობლემისკენ მიდრეკილია ცხიმიანი და
ფერიმჭამელებისგან განსხვავებით, ცხიმგროვას ვერ გამოირწყავთ. გარდა ამისა, ეგ საშიშიც არის, ვინაიდან არსებობს ინფექციის შეტანის რისკი.
როგორ მოვიშოროთ ცხიმგროვები სახლის პირობებში?
ძირითადად ალტერნატიული მედიცინის ყველა ხერხი აჩქარებს სისხლის მიმოქცევას იქ, სადაც გაჩნდა ცხიმგროვა, რაც ანადგურებს ცხიმოვან კაფსულას. ქვემოთ მოცემული რჩევები იწყებენ თავის მოქმედებას 1-2 კვირაში, ამ დროს ხდება ცხიმოვანი ქსოვილების შენადედის დაშლა.
1. გაჭყლიტეთ 1 კბილი ნიორი და დაამატეთ ½ ჩ.კ. მცენარეული ზეთი. ეს ნარევი შეიზილეთ ცხიმგროვებში დღეში 1-2-ჯერ. თუ ცხიმგროვა განლაგებულია თვალთან, ამ მეთოდის გამოყენება აკრძალულია.
2. კალანხოეს რბილობი დაიდეთ ცხიმგროვაზე და დაიმაგრეთ პლასტირის მეშვეობით დღეში 1-2-ჯერ.
3. 50 გ გამხმარ ჭინჭარს დაასხით 500 მლ არაყი და დადგით დასაყენებლად 3 კვირით. დაიდეთ ნაყენის კომპრესები ცხიმგროვებზე 20 წუთით დღეში 1-2-ჯერ.
4. 5 ც. წაბლი და 3 ც. ალოეს ფურცელი დააქუცმაცეთ და დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი. მზა ნარევი გაანაწილეთ მარლის ნაჭერზე და დაიდეთ ცხიმგროვებზე 20 წუთით დღეში ერთხელ..
5. თვალის ზონიდან ცხიმგროვის მოსაშორებლად, მცირეოდენი ცხვრის ქონი გაადნეთ ცხელი წყლის აბაზანაზე და შეიზილეთ დღეში ერთხელ პრობლემურ ადგილებში.