21 იანვარი, 2015
როგორ დავითხელოთ სწრაფად მსხვილი მკლავები?
მსხვილი მკლავები ბევრი ქალის პრობლემაა. დიეტის შემდეგ შესაძლოა ისინი დათხელდეს კიდეც, თუმცა კანი მოშვებული ხდება და მოხდილ ტანსაცმელს მაინც ვერ ვიცვამთ.

გასწავლით რამდენიმე ვარჯიშსა და ხერხს, რომელიც ძალიან მოკლე დროში დაგითხელებთ მკლავებს და კანიც მის ირგვლივ მკვრივი და ელასტიკური დარჩება.

პირველ რიგში გააკეთეთ ხელის ვარჯიშები (ხელების მაღლა და განზე გაწევა, ტრიალი და ბიძგები) მაქსიმალური რაოდენობით. დაიწყეთ 20-20 ვარჯიშით თითოეული ხელისთვის და ადით 100-მდე.

მეორე ვარჯიში: საწყისი მდგომარეობა – მიეყრდენით ზურგით კედელს, ხელები დაბლა დაუშვით, მუხლებში
ოდნავ მოიხარეთ. მოშორდით კედელს ისე, რომ კედელს ეხებოდეთ მხოლოდ ხელისგულებით. ძლიერად მიაწექით ხელებით კედელს, დაძაბეთ მკლავების კუნთები, შემდეგ მოადუნეთ. გააკეთეთ 8-12-ჯერ.

იხილეთ სრულად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS