20 იანვარი, 2015
7 დაავადების მკურნალობა წყალბადის ზეჟანგით სახლის პირობებში
1) ოსტეოქონდროზი

ამ დაავადებით გამოწვეულ ტკივილს მოგიხსნით 3% წყალბადის ზეჟანგში დასველებული დოლბანდი. დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ტკივილი გაგივლით.

2) ჰაიმორიტი

მკურნალობისთვის 1 ს.კ. წყალში გახსენით 3% წყალბადის ზეჟანგის 15 წვეთი. ჩაიწვეთეთ ცხვირში 5-5 წვეთი დღეში 3-ჯერ. ცხვირიდან გამოყოფილი ლორწო გულმოდგინედ მოიხოცეთ.

3) ყურის ტკივილი

1 ს.კ. წყალში გახსენით 3% წყალბადის ზეჟანგის 10-15 წვეთი. დაასველეთ ხსნარში ბამბის ტამპონი და ჩაიდეთ ყურში.

4) ანგინა

¼ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩ.კ.
3% წყალბადის ზეჟანგი. ამ ხსნარით გამოივლეთ ყელი დღეში 4-5-ჯერ.

5) ღრძილების ანთება, სისხლდენა ღრძილებიდან

3 გ სოდას დააწვეთეთ 10 წვეთი ლიმონის წვენი და 20 წვეთი 3% წყალბადის ზეჟანგი. მიღებული ნარევით გაიხეხეთ კბილები დღეში 2-ჯერ. პროცედურის შემდეგ პირი არ გამოივლოთ 10-15 წუთის განმავლობაში.

6) გაციება

50 მლ 3% წყალბადის ზეჟანგს დაამატეთ 50 მლ თბილი წყალი. დაასველეთ ხსნარში დოლბანდი, ოდნავ გაწურეთ და დაიზილეთ გულმკერდი და იღლიები. რეცეპტი არაერთხელ არის შემოწმებული.

7) რადიკულიტი

ძილის წინ დაასველეთ დოლბანდი 3% წყალბადის ზეჟანგში და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენით და თბილად შეიხვიეთ. უკვე 2-3 პროცედურის შემდეგ იგრძნობთ შვებას.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ართროზის დროს.....
მე ესე ვსვამ...10 წვეთი 50 გრამ წყალზე,დილით,უზმოზე.არ უნდა მიიღოთ არანაირი წამალი,მკურნალობის დროს,თორემ შეიძლება მოიწამლოთ,დასაშვებია მცენარეული ნაყენების და ვიტამინების მიღება,მე ართროზის საწყისი სტადია მქონდა,იმათ ვისაც ჩამოყალიბებული ართროზი აქვს 3 ჯერ დღეში უნდა მიიღოთ 10 წვეთი.სულ 30 წვეთი დღეში,ვიმეორებ,არანაირი წამალი,არანაირი ალკოჰოლი,თორემ მოიწამლებით.და კიდევ.....ნელ ნელა შეაჩვიეთ ორგანიზმი,დაიწყეთ 1 წვეთიდან.1 წვეთი სამჯერ დღეში,მეორე დღეს,2 წვეთი,სამჯერ დღეში,და ესე გაზარდეთ დოზა,კიდევ,მიიღეთ ხონდრო რიცი,ან ნერმო პლიუსი.ეს საკვები დანამატებია,ძვლებს კვებავს, მიიღეთ ვიტამინები,ჯამრთელობას გისურვებთ
01:10 / 02-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
იქნებ დამეხმაროთ და დადოთ წყალბადის ზეჟანგით მკურნალობის რეცეპტი ართროზს დროს. წინასწარ გიხდით მადლობას.
19:43 / 28-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ციცო
არტროზის დროს როგორ უნდა მივიგოტ? და რამდენი ხანი. სახსრები დზაან მტანჯავს
13:38 / 31-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მკურნალი.გე. ზე დევს, ზუსტი რეცეპტი.როგორც უნდა მიიღოთ,საძიებელში ჩაწერეთ წყალბადის ზეჟანგით მკურნალობა.....მე ართროზის გამო ვსვამდი....6 თვის მერე რენდგენი გადავიღე,და საერთოდ აღარ ჩანდა ართროზი...აღარც ტკივილები მაქვს,და აღარც არაფერი. მაინც ვაგრძელებ მიღებას დღეში 1 ხელ. პროფილაკტიკის მიზნით.
17:17 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ბუბუ
გთხოვთ გასტრიტზე მისაღები დოზების შესახებ მოგვწერეთ დოზები.
11:57 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
Роман
Дайте ссылку русского сайта, пожалуйста.
21:58 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რუსულ საიტებზე ვუყურე, როგორ უნდა მივიღოთ წყალბადის ზეჭანგი., ანუ პერეკისი გასტრიტზე. თქვენ რატო არაგერს წერთ ამის შესახებ?
21:18 / 21-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS