ამ დაავადებით გამოწვეულ ტკივილს მოგიხსნით 3% წყალბადის ზეჟანგში დასველებული დოლბანდი. დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ტკივილი გაგივლით.
2) ჰაიმორიტი
მკურნალობისთვის 1 ს.კ. წყალში გახსენით 3% წყალბადის ზეჟანგის 15 წვეთი. ჩაიწვეთეთ ცხვირში 5-5 წვეთი დღეში 3-ჯერ. ცხვირიდან გამოყოფილი ლორწო გულმოდგინედ მოიხოცეთ.
3) ყურის ტკივილი
1 ს.კ. წყალში გახსენით 3% წყალბადის ზეჟანგის 10-15 წვეთი. დაასველეთ ხსნარში ბამბის ტამპონი და ჩაიდეთ ყურში.
4) ანგინა
¼ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩ.კ.
5) ღრძილების ანთება, სისხლდენა ღრძილებიდან
3 გ სოდას დააწვეთეთ 10 წვეთი ლიმონის წვენი და 20 წვეთი 3% წყალბადის ზეჟანგი. მიღებული ნარევით გაიხეხეთ კბილები დღეში 2-ჯერ. პროცედურის შემდეგ პირი არ გამოივლოთ 10-15 წუთის განმავლობაში.
6) გაციება
50 მლ 3% წყალბადის ზეჟანგს დაამატეთ 50 მლ თბილი წყალი. დაასველეთ ხსნარში დოლბანდი, ოდნავ გაწურეთ და დაიზილეთ გულმკერდი და იღლიები. რეცეპტი არაერთხელ არის შემოწმებული.
7) რადიკულიტი
ძილის წინ დაასველეთ დოლბანდი 3% წყალბადის ზეჟანგში და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენით და თბილად შეიხვიეთ. უკვე 2-3 პროცედურის შემდეგ იგრძნობთ შვებას.
კესო ლაღიძე