ინდოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსხლის ახალგაზრდა ფოთლები შეიცავს ფენოლს, რომელიც თავისი მოქმედებით კარბუტინის ანალოგია და წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერებას.
სოკოვანი დაავადებების, კანის ჩირქოვანი პროცესების და დერმატიტების სამკურნალოდ ძველ დროს ხარშავდნენ მსხლის ფოთლებს და ამზადებდნენ ნაყენს.
მსხალი და მისი ჩირი გამოიყენება ცისტიტის, თირკმელების დაავადებების, დიაბეტის სამკურნალოდ. ამისთვის ½ ჭიქა მსხლის
მიიღეთ 0,25-0,5 ჭიქა 4-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ.
მსხლის წვენს და ნახარშებს იყენებენ როგორც შარდმდენი საშუალება, ისინი სასრგებლოა თირკმელების კენჭოვანი დაავადების დროს და მათი ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კენჭებისგან სრულიად განთავისუფლება.
მსხალი ხელს უწყობს წონაში კლებას, ის დიეტების ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
ამის გარდა მსხალი, მისი წვენი და ნახარშები სასარგებლოა განწყობის გასაუმჯობესებლად, ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად, აჩქარებული გულის ცემის, მაღალი სიცხის დროს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
ხალხურ მედიცინაში მსხალს ათასწლეულია იყენებენ პროსტატიტის სამკურნალოდ.
კესო ლაღიძე