14 იანვარი, 2015
თუთიის მალამოს უნიკალური თვისებები, რომელის საშუალებითაც უამრავ პრობლემას მოაგვარებთ
არსებობს თუთიის მალამო და არსებობს სალიცილ-თუთიის მალამო. უკანასკნელი კარგად აშრობს გამონაყარს და რეკომენდებულია მხოლოდ პრობლემური კანისთვის, თუთიის მალამო კი ცხიმიანია და შესანიშნავად გამოიყენება ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის, დახეთქილი ტუჩებისა და ხელებისთვის.

თუთიის მალამოს გააჩნია ანთებითსაწინააღმდეგო, შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებები. კანის გაწმენდის შემდეგ, ნებისმიერი ანთების და ფერიმჭამელების დროს წაისვით კანზე თუთიის მალამო.

გამონაყარის გაჩენისას წაისვით ძილის წინ ცინკის მალამო, დილით - მისი კვალიც კი აღარ იქნება! ამის გარდა ის ეფექტურია
ნაღრძობების, დალურჯებების და კოღოს ნაკბენის დროს.

თუთიის მალამო ასწორებს ნაოჭებს, ათეთრებს კანს და აშორებს გაღიზიანებას. ცინკის პასტისგან განსხვავებით, ის არ აშრობს კანს.

დეპილაციის და გაპარსვის შემდეგ 3-4 საათით წაისვით თუთიის მალამო. ჩვეულებისამებრ ერთი გამოყენებაც საკმარისია, რომ დაივიწყოთ უსიამოვნება შემდეგ პროცედურამდე.

თუ პედიკურის გაკეთების შემდეგ გინდათ დიდხანს შეინარჩუნოთ ეფექტი, უბრალოდ პერიოდულად წაისვით ტერფებსა და ქუსლებზე თუთიის მალამო.

ეს მეთოდი შემოწმებულია.

გაფრთხილება:
არ დაუშვათ თუთიის მალამოს თვალებში მოხვედრა.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
ნატო
ცინკის მაზს გამოაქვს ჩირქი ნებისმიერი ჩირქოვანი ჭრილობისათუ გამონაყარისაგან,მისი მთავარი თვისება ეს არის.პრობლემურ ძირმაგარას რომელსაც საავადმყოფოში გაკვეთით შველიან ,ცინკის მალამო გაკვეთის გარეშე არჩენს ...
13:43 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
თიკ
მართლა ძალიან კარგია,საკუთარ თავზე გამოვცადე,ფერიმჭამელებზე და გამონაყარზე.
23:11 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
თუთიის მოლეკულები ხურავენ ცხიმოვანი ჯირკვლის სადინარს და ამ მხრივ შეიძლება იმოქმედოს.
18:24 / 31-05-2015
გამოხმაურება / 0 /
იკა
ისე თუთიის იონები ხურავენ ცხიმოვანი ჯირკვლის სადინარს და შეიძლება იმოქმეოს ამ მხრივ.
18:21 / 31-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
სახეზე მაქვს ცჰირქოვანი გამონაყარი ნეტა მისჰველის?
16:17 / 22-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
Zn ცინკი იგივე თუთიაა:)))))) ასე რომ ტექსტი- ცინკი თუთიისგან განსვავებით......- ცოტა სასაცილოა
14:53 / 22-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნენე
სისულელეა და ყველაფერს ნუ დაიჯერებთ
10:04 / 22-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ია
მე ალერგიის შედეგად გამონაყარი მქონდა მკლავებზე და ფეხებზე,ამ მაზმა მიშველა.15 დღეში მომირჩინა.ოღონდ მაზის წასმამდე წინა წასმული ჩაის ნაყენით უნდა გაიწმინდო,ბამბას დაასველებ,გაიწმენდ და მერე წაისვამ დილა საგამოს.
08:43 / 22-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა აფთიაქში იყიდება
20:07 / 15-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
სად(რომელ აფთიაქში) შეიძლება შევიძინოთ ?
19:33 / 08-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS