14 იანვარი, 2015
თუთიის მალამოს უნიკალური თვისებები, რომელის საშუალებითაც უამრავ პრობლემას მოაგვარებთ
არსებობს თუთიის მალამო და არსებობს სალიცილ-თუთიის მალამო. უკანასკნელი კარგად აშრობს გამონაყარს და რეკომენდებულია მხოლოდ პრობლემური კანისთვის, თუთიის მალამო კი ცხიმიანია და შესანიშნავად გამოიყენება ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის, დახეთქილი ტუჩებისა და ხელებისთვის.

თუთიის მალამოს გააჩნია ანთებითსაწინააღმდეგო, შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებები. კანის გაწმენდის შემდეგ, ნებისმიერი ანთების და ფერიმჭამელების დროს წაისვით კანზე თუთიის მალამო.

გამონაყარის გაჩენისას წაისვით ძილის წინ ცინკის მალამო, დილით - მისი კვალიც კი აღარ იქნება! ამის გარდა ის ეფექტურია
ნაღრძობების, დალურჯებების და კოღოს ნაკბენის დროს.

თუთიის მალამო ასწორებს ნაოჭებს, ათეთრებს კანს და აშორებს გაღიზიანებას. ცინკის პასტისგან განსხვავებით, ის არ აშრობს კანს.

დეპილაციის და გაპარსვის შემდეგ 3-4 საათით წაისვით თუთიის მალამო. ჩვეულებისამებრ ერთი გამოყენებაც საკმარისია, რომ დაივიწყოთ უსიამოვნება შემდეგ პროცედურამდე.

თუ პედიკურის გაკეთების შემდეგ გინდათ დიდხანს შეინარჩუნოთ ეფექტი, უბრალოდ პერიოდულად წაისვით ტერფებსა და ქუსლებზე თუთიის მალამო.

ეს მეთოდი შემოწმებულია.

გაფრთხილება:
არ დაუშვათ თუთიის მალამოს თვალებში მოხვედრა.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
მარიამი
როგორ უნდა გამოვიყენოთ , მხოლოდ იმ ადგილას უნდა წაისვა სადაც გამონაყარია??
21:21 / 18-04-2021
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ბავშვს თუ შეიძლება ვახმარო კოღოს მაკბენის დროს
23:46 / 18-07-2020
გამოხმაურება / 1 /
მარი
მეც მაიტერესებს 11წლის ბავშვზე მაქვს ლაპარაკი...
23:40 / 07-09-2020
მარი
მაინტერესებს თუ შეილება რო ჩვეულებრივ სახის კრემში გავურიო და ისე ვიხმარო ეს მაზი?
00:10 / 04-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ნია
მე სახეზე გამონაყარის დროს ვიყენებ.იმ დღესვე შედეგს იგრძნობთ.არანაირი თმა არ ამოყავს.
23:02 / 23-11-2019
გამოხმაურება / 0 /
ვაჟა
ცინკი ,რესულია , თუთია ქართული.ერთი და იგივეა
09:04 / 12-10-2019
გამოხმაურება / 0 /
ქრისტო
ძალიან კარგია აი ძალიან დიდიხანია უკვე ვხმარობ... ჩემი ნაცნობი ბებო სულ მაგას ისმევდა 73 წლის იყო და სახე ისეთი გადაჭიმული და გადათეთრებული ქონდა 40 წლისას იფიქრებდი.
21:05 / 03-08-2019
გამოხმაურება / 0 /
ეთო
სახეზე თმა ამოჰყავსო წერენ და მართალია? გამონაყარისთვის მინდა, რომ ვცადო სახეზე. და კიდევ მაინტერესებს გამონაყარისგან დარჩენილ სილურჯეებს თუ შველის?
21:06 / 03-04-2019
გამოხმაურება / 1 /
მარი
მე პირადად ვხმარობ და გარწმუნებთ მითი თმის ამოყვანის შესახებ აბსურდია. რაც შეეხება სილურჯეებს, სწორედ რომ მათთვის ზედ გამოჭრილია.
14:32 / 14-07-2019
ანა
რა ღირს ეს მაზი?
18:00 / 27-02-2019
გამოხმაურება / 2 /
ლიკა
1,30
03:21 / 14-03-2019
ანა
2 ლარამდე
02:10 / 16-03-2019
Sopo
Mainteresebs tutiis malamo igive cinkovaia maz tu iyideba aptiaqebshi.gamonayaristvis mchirdeba.aq weria ornairi ariso tutiis da salicil tutiis malamo.romels mirchevdit
00:03 / 09-05-2018
გამოხმაურება / 1 /
ანა
კი იყიდება. დღეს ვიყიდე თუთიის. ძალიან აქებენ
02:11 / 16-03-2019
კატო
არასრულწლოვნისტვის არის რეკომენდებული თუტიის მალამოს გამოყენება
18:46 / 28-03-2018
გამოხმაურება / 1 /
თიკა
რატომაც არა. პირადად მე არასრულწლოვანი ვარ და ვხმარობ დღეებია. მგონი კარგი შედეგი აქვს
12:16 / 11-05-2019
TOPS