12 იანვარი, 2015
გაღიზიანებული ღვიძლის მკურნალობა თაფლითა და შავი კვლიავით – ხალხური რეცეპტი
საახალწლო დღეებში მრავალფეროვანი და ნოყიერი საკვებისგან გადატვირთულმა ღვიძლმა თქვენს ჯანმრთელობას რომ არ ავნოს, კარგი იქნება, თუ თქვენც დაეხმარებით მავნე ნივთიერებების გადამუშავებაში. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა თაფლი.

თაფლი კვებავს კანის უჯრედებს, ამასთან, აქტიურად ეხმარება ღვიძლს მუშაობაში. ღვიძლის უჯრედების ვიტამინებით მოსამარაგებლად საკმარისია, ჭამამდე 20 წუთით ადრე ერთი ჩაის კოვზი თაფლი ენაზე დაიდოთ და კანფეტივით გაწუწნოთ.

ღვიძლის სამკურნალოდ ხალხურ მედიცინაში პოპულარულია თაფლისა და შავი კვლიავის ნაზავი. მის მოსამზადებლად ერთმანეთში თანაბარი პროპორციით აურიეთ თაფლი და შავი კვლიავის ზეთი.

ნაზავი უნდა
მიიღოთ ყოველდღიურად თითო ჩაის კოვზი ჭამამდე 20 წუთით ადრე. ამასთან, კარგი იქნება, თუ მცირე ულუფებით მოამზადებთ, ყოველდღიურად ან 2-3 დღის სამყოფს.

პროფილაქტიკური მიზნით შეგიძლიათ, უბრალოდ, ყოველდღიურად ორი ჩაის კოვზი თაფლი მიირთვათ ან ძილის წინ ერთი ჭიქა თბილი თაფლიანი წყალი დალიოთ.

ამ რჩევის გამოყენება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ. თაფლი ნატურალური უნდა იყოს.

ღვიძლის დასახმარებლად სხვა ხალხურ რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ:

კრაზანა და მოცვი - ფოთლებთან ერთად ფესვებსა და ღეროებსაც იყენებენ. კრაზანა და მოცვი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ. ერთ სადილის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ერთი საათით.

დალიეთ ჩაის ნაცვლად თითო ჭიქა 2-3-ჯერ დღეში. თუ ალერგია არ გაქვთ, შეგიძლიათ, თბილ ნაყენში ცოტაოდენი თაფლიც დაუმატოთ.

გვირილა - გვირილის ჩაი ღვიძლს ასუფთავებს. ერთ ჩაის კოვზ გვირილის გამხმარ ყვავილებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. დააყოვნეთ ერთი საათით და დალიეთ. გვირილის ჩაი განსაკუთრებით სასარგებლოა ძილის წინ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, ცოტაოდენი თაფლი დაუმატოთ.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ისევისა
შავი კვლიავი რა არის?
19:02 / 23-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS