კარტოფილი გათალეთ და კარგად გარეცხეთ. შემდეგ გახეხეთ წვრილ სახეხზე და მიღებული მასა შეახვიეთ დოლბანდში, დაიდეთ პრობლემურ ადგილზე და დააფიქსირეთ ბინტით.
2 საათის შემდეგ მოიხსენით და დაიდეთ ახალი მასა. მასე გააკეთეთ ყოველდღიურად 4-5-ჯერ გამოჯანმრთელებამდე.
არსებობს უმი კარტოფილის გამოყენების მეორე ვარიანტიც - წაისვათ კარტოფილის წვენი პრობლემურ აგგილებზე და შეშრებისთანავე გაიმეოროდ იმდენჯერ დღეში, რამდენჯერაც გექნებათ ამის შესაძლებლობა.
თუ გარეგან მკურნალობასთან ერთად მიიღებთ
აუცილებელია იცოდეთ! კარტოფილის წვენის ყველა სასარგებლო თვისება მოქმედებს მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში მისი გამოწურვიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მიღება უნდა მოხდეს წვენის დამზადებისთანავე. ეს ეხება ასევე გარეგან გამოყენებას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ კარტოფილის წვენის მიღება და გარეგანი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ივლისიდან თებერვლის ჩათვლით, ვინაიდან თებერვლის შემდეგ მასში იწყებს დაგროვებას სოლანინის დიდი რაოდენობა - შხამიანი ნივთიერების, რომელიც საკმაოდ საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის.