09 იანვარი, 2015
ოსტეოქონდროზის, ართრიტის და რადიკულიტის მკურნალობა თიხით - სახლის პირობებში...
თიხისგან დამზადებული კომპრესები და აპლიკაციები აქტიურად გამოიყენება სახსრების და ხერხემლის დაავადებების სამკურნალოდ. სახლის პირობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ მკურნალობის ეს ეფექტური საშუალებები სხვა კომპონენტების დამატებით თიხის ეფექტურობის გასაძლიერებლად.

1. ართრიტი და პოლიართრიტი

1 ს.კ. მრავალძარღვას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით დასაყენებლად 20-30 წუთით. შემდეგ გაწურეთ და ნაყენის ½ ჭიქას დაუმატეთ იმდენი თიხა, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის. ნელი და ფრთხილი მოძრაობებით შეიზილეთ ნარევი პრობლემურ ადგილებში, დაიდეთ დოლბანდი და თბილად შეიხვიეთ. დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ გაიმეორედ პროცედურა. კურსი
- 1 კვირა.

2. ოსტეოქონდროზი


1 ჩ.კ. თაფლი და 1 ჩ.კ. ალოეს წვენი გახსენით 3 ს.კ. წყალში და დაამატეთ იმდენი თიხა, რომ მიიღოთ ბლანტი ფაფის კონსისტენციის. ნარევი სქელი ფენით წაისვით ზურგზე ხერხემლის გასწვრივ (არა ხერხემალზე), ზემოდან დაიფარეთ ცელოფანი და დოლბანდი, შემდეგ კი თბილად შეიხვიეთ. იწექით კომპრესით 1-2 საათი, შემდეგ მოიხსენით, გაიწმინდეთ კანი თბილი წყლით და თბილად შეიხვიეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ ზედიზედ 2-3 კვირის განმავლობაში.

3. ოსტეოქონდროზით გამოწვეული წელის ტკივილის დროს

1 ს.კ. ალოეს წვენს და 1 ჩ.კ. ლიმონის წვენს დაამატეთ 2 ჭიქა წყალი. სითხეში გახსენით 1 სავსე ს.კ. თიხა და კარგად აურიეთ. მოზრდილი ბამბის ტამპონი დაასველეთ თიხის წყალში და წაისვით წელის არეში, პერიოდულად დაასველეთ ბამბა ხსნარში. გაიმეორედ პროცედურა 2-3-ჯერ დღეში 1 კვირის განმავლობაში.

4. რადიკულიტი

აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ღორის მუცლის ქონი და არყის ხის კვირტები (იყიდება აფთიაქში), მოათავსეთ შუშის ქილაში და, ჰაერი რომ არ შევიდეს, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. არა ნაკლებ 2 დღე-ღამის შემდეგ 2 ს.კ. ნარევს დაამატეთ 1/3 ჭიქა თბილი წყალი და იმდენი თეთრი თიხა, რომ მიიღოთ მალამოს კონსისტენციის.
ნარევი თანაბრად გაანაწილეთ დოლბანდზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, დაიფარეთ ცელოფანი და თბილად შეიხვიეთ. აპლიკაცია გაიჩერეთ 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოიხსენით და სწრაფად მოიწმინდეთ კანი თბილი წყლით, რის შემდეგაც თბილად შეიხვიეთ. პროცედურა გაიმეორედ ყოველ დღე 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ.

კესო ლაღიძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მაია
სად შეიძლება ამ თიხის შეძენა?
00:08 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათო
ეს რა თიხაზეა საუბარი იქნებ დააკონკრეტოთ
03:12 / 11-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS