მაშ რითი არის სასარგებლო გოგრის თესლი?
ის შეიცავს დაახლოებით ცხიმების 36 – 52% (ქოლესტეროლის გარეშე), ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს E, A, D, K და უამრავ მიკრო და მაკროელემენტებს. განსაკუთრებული ფასი აქვს მასში ცინკის და რკინის არსებობა, მაგრამ ის ასევე შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს და ბევრ ცილას.
• ცინკის არსებობის გამო გოგრის თესლმა მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა, ის მეორე ადგილზეა
• სიჭაბუკეში ბიჭებს ხშირად აწუხებთ ფერიმჭამელები, თმის ცხიმოვანი სებორეა და ქერტლი. ამ პრობლემისგან განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ცინკის გაზრდილი დოზების მიღების შემდეგ, მაგალითად გოგრის თესლებით მკურნალობით.
• ხალხურ მედიცინაში გოგრის თესლები გამოიყენება ნახარშების, ემულსიების და ფხვნილის სახით. ფხვნილისგან დამზადებული ფაფები განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის სასარგებლო. ამისათვის თესლები დააბლენდერეთ ცოტაოდენი წყლით არ რძით, დაამატეთ გემოვნებით თაფლი, ხილის წვენი და მიეცით ბავშვებს უზმოზე როგორც პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება - 2 ულუფა 30 წუთის განმავლობაში.
• გოგრის თესლებისგან დამზადებული ფაფებით კომპრესების სახით წარმატებით მკურნალობენ დერმატიტებს, კანის ჭრილობებს და დამწვრობებს.
• გოგრის თესლებს გააჩნია სასაქმებელი და შარდმდენი თვისებები. გარდა ამისა ისინი ამაგრებენ გულის კუნთს, თირკმელებს; ხელს უწყობენ თმის ზრდას, გამოყავთ ორგანიზმიდან კადმიუმი და ტყვია.
გამომშრალი თესლები დაფქვით საფქვავში და დააყენეთ როგორც ჩაი - 1 ჩ.კ. თესლი 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე. მიიღეთ დღეში ერთხელ 1 თვის განმავლობაში.
გოგრის თესლები სრულიად უვნებელია, მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება ძნელი გადასატანი იყოს მოხალული თესლის დიდი რაოდენობის მიღება, ამიტომ ამ შემთხვევაში უნდა შეზღუდოთ დღეში 100 გრამამდე.