07 იანვარი, 2015
კომბოსტოს მწნილი - თქვენი კუჭ-ნაწლავის სანიტარი
კომბოსტოს მწნილს კუჭ-ნაწლავის სისტემის "სანიტარს" უწოდებენ. ის ახშობს ლპობის ბაქტერიების განვითარებას. ზედმეტი წონის დროს მიირთვით კომბოსტოს მწნილი - ის დანაყრების შეგრძნებას შეგიქმნით.

ძალიან დაბალი კალორიულობა (25 კკალ 100 გ პროდუქტზე) მდიდარი ვიტამინების ნაკრების და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შეთავსებით, საშუალებას აძლევს ზედმეტი წონის პრობლემის მქონე ადამიანებს გამოიყენონ კომბოსტოს მწნილი კვების რაციონში. ამის გარდა კომბოსტოს მწნილს წარმატებით იყენებენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

1. გაციების და ჭვალის დროს მწნილის წვენი გააზავეთ თბილ ანადუღარ წყალში თანაშეფარდებით 1:1. მიიღეთ 2-3 ჭიქა
დღეში სრულ გამოჯანმრთელებამდე.

2. შაქრიანი დიაბეტის დროს სასარგებლოა კომბოსტოს მწნილის წვენი მცირეოდენი ლიმონის წვენთან. უჯრედისი, რომლითაც მდიდარია კომბოსტოს მწნილი, კრავს ნახშირწყლებს და აჩქარებს მის გამოყვანას ორგანიზმიდან.

3. ავიტამინოზის დროს ძალიან სასარგებლოა კომბოსტოს მწნილის სალათები, დილაობით კი უზმოზე 1 ჭიქა მწნილის წვენი.

4. მაღალი სიცხის დროს მიიღეთ ½ ჭიქა მწნილის წვენი დღეში 3-ჯერ. ის ეხმარება დაკარგული სითხის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ანაზღაურებას.

5.
კომბოსტოს მწნილის წვენი ძალიან ეფექტური საშუალებაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის "მიძინებული" წყლულის დროს. მიიღეთ 1/4-1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე. პროფილაქტიკური კურსი - 2-3 კვირა.

კესო ლაღიძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS