06 იანვარი, 2015
ლიმონის პიტნა - დამწვრობის, დაჩირქების, ნერვრალგიის, კუჭის წყლულის სამკურნალოდ
პიტნა და მისი ნაირსახეობა ბარამბო, რომელიც ხალხში ცნობილია როგორც ლიმონის პიტნა, საკმაოდ ამტანი მცენარეა - ყვავილის ქოთნებშიც კი კარგად ხარობს.

პიტნა ფართოდ გამოიყენება მედიცინაში როგორც ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალება. მას წარმატებით იყენებენ გაციების, ნევრალგიების, მაღალი წნევის, კუჭის და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.

1) დამწვრობის და დაჩირქებების დროს პიტნის მწვანე ფოთლები გარეცხეთ და დღეში 2-ჯერ დაიდეთ დაზიანებულ კანზე.

2) პიტნის და ბარამბოს ნახარში.

1 ს.კ. გამხმარი ბალახი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით
1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 1 საათის განმავლობაში, გაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. 5-6-ჯერ დღეში.

ნახარში მიიღეთ გაციების, ნევრალგიური ტკივილების დროს და როგორც დამამშვიდებელი საშუალება.
გულის რევის და ღებინების დროს შეგიძლიათ მიიღოთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

3) პიტნის ნაყენი.

შუშის ქილა გაავსეთ პიტნით, დაასხით პირამდე არაყი, დაახურეთ თავსახური და 1 კვირით დადგით მზეზე. შემდეგ გაწურეთ და გაწურული პიტნა გადაყარეთ. მიღებულ ნაყენში კი ჩაყარეთ ახალი პიტნა და ისევ დადგით მზეზე 1 კვირით. ასე გაიმეორეთ 7-ჯერ.

მზა პიტნის ექსტრაქტის 10-15 წვეთი, გაზავებული ¼ ჭიქა წყალზე მოგიხსნით კუჭის ტკივილს, თირკმელის და ღვიძლის ჩხვლეტებს, განგკურნავთ კუჭის წყლულისგან. მიიღეთ დღეში 2-ჯერ 1 თვის განმავლობაში.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS