1. ხაჭოს ნიღაბი - ერთი სუფრის კოვზი ხაჭო გახსენით ერთ სუფრის კოვზ რძეში.
2. კვერცხის გულის ნიღაბი - კარგად გათქვიფეთ კვერცხის გული, დაუმატეთ 10 წვეთი ზეითუნის ზეთი და 5 წვეთი ლიმონის წვენი.
3. თაფლის ნიღაბი - ერთი ჩაის კოვზი თაფლი ათქვიფეთ კვერცხის გულთან ერთად.
4. ნიღაბი „ასორტი“ - ერთი კვერცხის გული, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი არაჟანი, 2 ჩაის კოვზი ხაჭო, ერთი სუფრის კოვზი რძე აურიეთ ერთმანეთში.
ნიღბები მშრალი
1. ხაჭოს ნიღაბი - ერთი ჩაის კოვზი ახალი ხაჭო გახსენით ერთ ჩაის კოვზ ახალ ნაღებში და დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი სტაფილოს წვენი.
2. ნაღების ნიღაბი - ერთი ჩაის კოვზი ნაღები გახსენით ერთ ჩაის კოვზ სტა-ფილოს წვენში, წაისვით თხელი ფენა და გააჩერეთ 10 წუთი.
3. თაფლის ნიღაბი - ერთი ჩაის კოვზი თაფლი კარგად ათქვიფეთ და დაუმა-ტეთ ცოტა რძე.
4. კიტრის ნიღაბი - 2 ჩაის კოვზ გახეხილ კიტრს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ახალი რძე.
ნიღბები ცხიმიანი კანისათვის:
1. საფუვრის ნიღაბი - ერთი ჩაის კოვზი საფუარი გახსენით ერთ სუფრის კოვზ თბილ რძეში.
2. ვაშლის ნიღაბი - ერთ სუფრის კოვზ გახეხილ ვაშლს დაუმატეთ გათქვეფი-ლი კვერცხის ცილა და ერთი ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი.
3. თაფლისა და ფქვილის თანაბარი ნარევი აურიეთ რძეში და მიღებული ფაფა დაიდეთ სახეზე. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი გვირილის ნაყენით. ეს ნიღაბი რეკომენდებულია მობერებული კანისათვის.