ბოსტნეულის დიეტა
ამ დიეტის ძირითადი ნაწილი ბოსტნეულია. რეკომენდებულია: ყაბაყი, კომბოსტო, სტაფილო, მწვანე ლობიო, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა, გოგრა, მწვანე სალათა, კიტრი, მწვანე და თავი ხახვი, მწვანილი, მცირეოდენი მოხარშული კარტოფილი.
დღეში საშუალოდ შეგიძლიათ 1,5 კილოგრამი ბოსტნეული და 2 ცალი მოხარშული კარტოფილი მიირთვათ. მოამზადეთ ბოსტნეულის სალათა, დაამატეთ მცირეოდენი ზეთი, მაწონი, უცხიმო არაჟანი. შეგიძლიათ ბოსტნეულის
სასმელად შეარჩიეთ უშაქრო მწვანე ჩაი, გაზგასული მინერალური წყალი, ბოსტნეულის წვენები.
დიეტის ხანგრძლივობა 1 თვეა. ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ 3-დან 10 კილოგრამამდე დაიკლოთ. ამგვარი დიეტა შეგიძლიათ წელიწადში ორჯერ დაიცვათ.
თეთრი დიეტა
თეთრი დიეტა, ანუ რძის დიეტა 7 დღეში 5 კილოგრამის დაკლების საშუალებას იძლევა.
რძე უნიკალური ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ უამრავ ნივთიერებას შეიცავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რძის ცილაში შემავალი ამინმჟავები. რძე და რძემჟავა პროდუქტები ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აწესრიგებს ნაწლავთა მუშაობას და აუმჯობესებს მის მიკროფლორას. ამაგრებს ძვლებს, აწესრიგებს ნერვულ სისტემას. ეს დიეტა აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
გაითვალისწინეთ, რომ რძის პროდუქტები ყველას არ უხდება. მაშ ასე, თუ რძის პროდუქტებზე ალერგია არ გაქვთ, ერთი კვირის განმავლობაში მშვიდად მიირთვით მაწონი, იოგურტი, ხაჭო... ოღონდ რძის პროდუქტებთან ერთად აუცილებლად მიირთვით ხილი და ბოსტნეული. სავარაუდო მენიუ ასეთია:
საუზმე: იოგურტი, ხილი, თაფლიანი ჩაი.
მეორე საუზმე: რძიანი ფაფა, ხაჭო, რძე.
სადილი: მოხარშული კვერცხი, მაწვნით შეზავებული ბოსტნეულის სალათა, შეგიძლიათ სალათის ნაცვლად ხაჭო და ჩირი მიირთვათ, ერთი ჭიქა მაწონი.
ვახშამი: ხილი, იოგურტი ან მაწონი.
სტაფილოს დიეტა
სტაფილო ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მასში განსაკუთრებით უხვადაა პროვიტამინი A, რომლის ნაკლებობაც მოთენთილობას, სისუსტესა და სხვა უარყოფით მოვლენებთან ერთად უშვილობასაც იწვევს.
სტაფილოს დიეტა გათვლილია 4 დღეზე და დიდ ნებისყოფას მოითხოვს. მისი მეშვეობით შეგიძლიათ 2-დან 4 კილოგრამამდე დაიკლოთ.
სამი დღე სტაფილოს სალათა უნდა მიირთვათ: წვრილად დაჭერით საშუალო ზომის ერთი სტაფილო და ერთი ცალი რომელიმე ხილი. დაამატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ლიმონის წვენი. უმჯობესია, თუ სტაფილოს არ გათლით და უბრალოდ, კარგად გარეცხავთ, ასე უფრო შეინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს.
სასმელებიდან დასაშვებია ბოსტნეულის ან ხილ-ბოსტნეულის შერეული წვენები, გაზგასული მინერალური წყალი, მწვანე ჩაი. მეოთხე დღეს მიირთვით 100 გრამი მოხარშული კარტოფილი, ერთი ნაჭერი ჭვავის პური და მცირეოდენი მოხარშული მჭლე ხორცი.
გაითვალისწინეთ: თუ საჭმლის მონელებასთან დაკაშვირებული პრობლემები გაწუხებთ, ეს დიეტა არ გამოგადგებათ.